„Real Love“ | |
---|---|
სიმღერა — ჯონ ლენონი | |
ალბომიდან Imagine: John Lennon | |
გამოსვლის თარიღი | 10 ოქტომბერი 1988 |
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1979, ნიუ-იორკი |
ხანგრძლივობა | 2:48 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | |
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი |
პროდიუსერი |
|
„Real Love“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — The Beatles | ||||
ალბომიდან Anthology 2 | ||||
გამოსვლის თარიღი | 4 მარტი 1996 | |||
ჩაიწერა |
ივლისი 1980, ბერმუდის კუნძულები თებერვალი, 1995 ჰოგ-ჰილის წისქვილი, იკლსემი, სასექსი, ინგლისი | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 3:54 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკ-კარტნი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი | |||
The Beatles-ის სინგლების — ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
მუსიკალური ვიდეო | ||||
„Real Love“ YouTube-ზე |
„Real Love“ — ჯონ ლენონის მიერ დაწერილი სიმღერა. 1979 და 1980 წელს ჩაიწერა მისი ექვსი დუბლი. მან ასევე შექმნა სიმღერა „Real Life“, რომელიც Real Love-ს შეუერთდა. 1988 წლამდე სიმღერას ყურადღებას არ უთმობდნენ, მაგრამ იგი მოხვდა დოკუმენტურ ფილმში „Imagine: John Lennon“.
შემდგომში სიმღერა გადამუშავდა ჯგუფ The Beatles-ის სამი დარჩენილი წევრის, პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. 1995 წელს მათ მიერ ასევე დამუშავდა ლენონის კიდევ ერთი დაუსრულებელი სიმღერა, „Free as a Bird“. „Real Love“ გამოვიდა რამდენიმე ქვეყანაში The Beatles-ის სინგლის სახით 1996 წელს და მოხვდა ალბომში Anthology 2. ეს არის დღეისათვის ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილი აშშ-ის საუკეთესო 40-ეულში.
„Real Love“ არ გაჟღერებულა BBC-ს Radio 1-ის ეთერში, რამაც გამოიწვია როგორც ჯგუფის მოყვარულთა, ასევე ბრიტანეთის პარლამენტის კრიტიკა.
რინგო სტარი იხსენებდა, რომ სიმღერის ჩაწერის პროცესი რთული არ იყო, გამოიყურებოდა ბუნებრივად და ემოციურად. მისივე თქმით, ეს იყო დასასრული და ჯგუფს The Beatles-ის სახით არაფრის გაკეთება არ შეეძლო.