Signs of Life (პინკ ფლოიდის სიმღერა)

„Signs of Life“
კომპოზიციაპინკ ფლოიდი
ალბომიდან A Momentary Lapse of Reason
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 7 სექტემბერი, 1987 (ბრიტანეთი)
8 სექტემბერი, 1987 (აშშ)
ჩაიწერა ოქტომბერი 1986 - მაისი 1987, სტუდია ასტორია
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 4:24
ხმისჩამწერი ლეიბლი EMI
ავტორ(ებ)ი დეივიდ გილმორი, ბობ ეზრინი
A Momentary Lapse of Reasonსიმღერები

Signs of Life“ — ინსტრუმენტული შესავალი ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის ალბომიდან A Momentary Lapse of Reason[1][2]. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ინსტრუმენტულ ნომრად ითვლება, მასში ჟღერს ნიკ მეისონის ხმაც, რომელიც უცნობი ლექსის რამდენიმე სტრიქონს კითხულობს.

დეივიდ გილმორი:

გიტარა და სტვენის ხმები აღებულია დემოდან, რომელიც 77 ან 78 წელს ჩავწერე. გიტარა ჩავანაცვლეთ, მაგრამ აკორდები ამ ძველი ჩანაწერიდან არის.

ნიკ მეისონი:

ნავი იყო ერთ-ერთი პირველი ხმოვანი ეფექტი, რომელიც ჩავწერეთ, ვინაიდან ეს ხმა ძალიან რომანტიკულია.

კონცერტების დროს ეკრანზე გადიოდა პროექციები მსახიობ ლინგლი იდენსის მონაწილეობით (იგი დეივიდ გილმორის სტუდიის ასტორია მომვლელი იყო). კადრში იგი კანოეთი დაცურავს გრანჩესტერის მინდვრებთან.

კომპოზიციის „The Last Few Bricks“ გარდა, ეს არის ჯგუფის პირველი ინსტრუმენტული ნომერი 1973 წლის „Any Colour You Like“-ის შემდეგ.

„Signs of Life“ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ალბომის სახელწოდება.

  1. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.