„Sleeping in My Car“ — შვედური პოპ-როკ დუეტ როქსეტის სიმღერა და სინგლი. შეტანილია ალბომში Crash! Boom! Bang!. გამოსცა ლეიბლმა EMI. სიმღერა შვედეთში #1, ხოლო კანადის ჩარტში - #3 ადგილზე მოხვდა. იგი კანადურ ჩარტებში წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა. აშშ-ში იგი მოხვდა ბილბორდის ცხელი 100-ეულის #50 პოზიციაზე.
1995 წელს პეკინში (ჩინეთი) გამოსვლისას ჯგუფს სთხოვეს, სიმღერის ოდნავ გულახდილი ტექსტი შეეცვალათ. ისინი დათანხმდნენ, მაგრამ, როგორც პერ გესლე ამბობდა, არაფერი შეუცვლიათ.[1]
- Sleeping in My Car
- The Look (MTV Unplugged)
- Sleeping In My Car (სტოკჰოლმის დემო ვერსია)
- ↑ Rolling Stones play China. The Daily Roxette. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2006-04-10.