Three Sides Live | ||||
---|---|---|---|---|
საკონცერტო ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 1 ივნისი, 1982 | |||
ჩაიწერა |
შემოდგომა 1981 გამონაკლისი - Follow You Follow Me და One For The Vine: 1980, Fountain Of Salmacis: 1978 და It/Watcher of the Skies: 1976 | |||
ჟანრი |
პოპ-როკი პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:32:42 | |||
ლეიბლი |
Charisma/Virgin (ბრიტანეთი) Atlantic (აშშ) | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Rolling Stone | [2] |
Three Sides Live — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის მესამე საკონცერტო ალბომი, რომელიც გამოვიდა 1982 წელს. აგრეთვე გამოსულია ამავე სახელწოდების ვიდეოფილმიც.
ამ ალბომის სახელწოდება აღებულია ორიგინალური ამერიკული გამოცემიდან, რომელშიც შეტანილია ჯგუფის ოთხი ფირფიტა, 1981 წლის, ალბომის Abacab მხარდასაჭერი საკონცერტო ტურნეს ჩანაწერებით. მეოთხე ფირფიტაზე ჩაწერილია სხვადასხვა სტუდიური სიმღერა - მათი ნაწილი გამოიცა ბრიტანულ დისკზე 3 X 3. მეოთხე დისკში აგრეთვე არის ალბომის Duke სტუდიური სესიების შედეგად ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა, რომელიც არ შეიტანეს ამ დისკში. „Paperlate“, რომელიც მოხვდა 3 X 3-ში, იქცა ბრიტანული პოპულარული სიმღერების რეიტინგის მონაწილედ და მცირე წარმატებით მოიარა აშშ-ის ჩარტებიც.
1994 წელს ალბომს ჩაუტარდა რემასტერინგი და იგი გამოიცა მსოფლიო მასშტაბით. დამატებითი ხუთი სტუდიური ჩანაწერი ასევე შესულია 2000 წლის კრებულში Genesis Archive 2: 1976–1992.
1982 წელს, გამოსვლისას, ალბომი მოხვდა #2 ადგილზე ბრიტანულ, ხოლო #10-ზე - აშშ რეიტინგებში.
ისევე, Seconds Out, ჯგუფის წინა საკონცერტო ალბომი, Three Sides Live ასახავს კიდევ ერთ მთავარ პერიოდს ჯგუფის განვითარებაში. როგორც საკონცერტო ჯგუფი, ჯენესისი ინსტრუმენტული შესრულების სიზუსტის პიკზეა, სიმღერები კი სტუდიური ვერსიების უფრო ენერგიული გადამუშავების სახით წარმოგვიდგება. კონცერტზე ყურადღება გამახვილებულია ალბომების Duke და Abacab სიმღერებზე. Duke-ის რამდენიმე სიმღერა სრულდება ერთად, როგორც ციკლი. მესამე „მხარე“ შეიცავს სიმღერებს, რომლებიც ასევე სრულდებოდა წინა ტურებზე - ასეთია „In the Cage“, რომელიც სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერების პოპურის ციკლში.
ყველა სიმღერის ავტორები არიან: ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, მაიკ რეზერფორდი, გარდა აღნიშნულისა.
მხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ჩაწერის თარიღი და ადგილი | ხანგრძლივობა |
1. | „Turn It On Again“ | 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი | 5:16 |
2. | „Dodo/Lurker“ | 23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი | 7:19 |
3. | „Abacab“ | 23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი | 8:47 |
მხარე 2 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ჩაწერის თარიღი და ადგილი | ხანგრძლივობა |
1. | „Behind the Lines“ | 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი | 5:26 | |
2. | „Duchess“ | 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი | 6:43 | |
3. | „Me & Sarah Jane“ | ბენქსი | 29 ნოემბერი 1981; ნასაუ კოლიზეუმი, ნიუ-იორკი | 5:59 |
4. | „Follow You Follow Me“ | 6 მაისი 1980; ლიცეუმის თეატრი, ლონდონი | 4:58 |
მხარე 3 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ჩაწერის თარიღი და ადგილი | ხანგრძლივობა |
1. | „Misunderstanding“ | კოლინზი | 28 ნოემბერი 1981; სევოის თეატრი, ნიუ-იორკი | 4:06 |
2. | „In the Cage
| ბენქსი, კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი, რეზერფორდი | 23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი | 11:53 |
3. | „Afterglow“ | ბენქსი | 23 დეკემბერი 1981; ეროვნული საგამოფენო ცენტრი, ბირმინგემი | 5:14 |
მხარე 4 | ||||
---|---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ჩაწერის თარიღი და ადგილი | ხანგრძლივობა |
1. | „One for the Vine“ | ბენქსი | 5 მაისი 1980; სამეფო თეატრი, ლონდონი | 11:04 |
2. | „Fountain of Salmacis“ | ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, რეზერფორდი | 1978; უცნობი ადგილი | 8:37 |
3. | „it./Watcher of the Skies“ | ბენქსი, კოლინზი, გებრიელი, ჰეკეტი, რეზერფორდი | 8 ივლისი 1976; აპოლო, გლაზგო | 7:03 |
მხარე 4 (ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა) | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Paperlate“ | 3:20 | |
2. | „You Might Recall“ | 5:31 | |
3. | „Me and Virgil“ | 6:20 | |
4. | „Evidence of Autumn“ | ბენქსი | 4:57 |
5. | „Open Door“ | რეზერფორდი | 4:06 |
Three Sides Live | |
---|---|
ვიდეო — | |
გამოცემის თარიღი | 1982 |
ჩაიწერა | სევოის თეატრი, ნიუ-იორკი, 28 ნოემბერი 1981 და ნასაუ კოლიზეუმი, ლონგ აილენდი, 29 ნოემბერი 1981 |
ჟანრი |
როკი პროგრესული როკი |
ხანგრძლივობა | დაახლოებით 2:11:00 |
ლეიბლი | Charisma, Virgin, Atlantic |
Three Sides Live აგრეთვე 1982 წელს გამოიცა საკონცერტო ფილმის სახით, რომელიც ასახავს ჯენესისის ამავე წლის საკონცერტო ტურნეს კონცერტს ლონგ აილენდის ნასაუ კოლიზეუმში. სიმღერები აღებულია ჯგუფის იმ დროისათვის უკანასკნელი ორი ალბომიდან Duke და Abacab. აგრეთვე სრულდება უფრო ადრინდელი სიმღერებიც, ნაწილი - პოპურის სახით.
ფილმში ასევე გამოყენებულია კულისებში და მოგზაურობისას გადაღებული კადრები. „Turn It On Again“ ამ ვიდეოდან აგრეთვე შეტანილია 1988 წლის კრებულში Genesis Videos Volume 2, ორიგინალური მუსიკალური ვიდეოს მაგივრად.
მოგვიანებით, 1991 წლის ოქტომბერში ფილმი გამოვიდა ვიდეოკასეტებზე. DVD-ზე იგი გამოვიდა The Movie Box-ის შემადგენლობაში. საბოლოოდ, 2014 წლის 4 ნოემბერს იგი გამოვიდა Blu-Ray-ზე და ცალკე DVD-ზე.[3]
საკონცერტო ტურნეს Three Sides Live მსვლელობისას ძირითადად სრულდებოდა:
Paperlate და „No Reply At All“ შესრულდა რამდენიმე ამერიკულ კონცერტზე. ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ამ კომპოზიციას ჯგუფთან ერთად ასრულებდნენ Earth Wind and Fire-ის მესაყვირეები.