Top Eleven | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Nordeus |
პლატფორმ(ებ)ი |
Adobe Flash iOS Android |
გამოსვლის თარიღი |
Facebook (9 მაისი, 2010) Android (20 ოქტომბერი, 2011) iOS (23 ოქტომბერი, 2011) ოდნოკლასნიკი[1] (8 მაისი, 2012) |
ჟანრ(ებ)ი |
როლური თამაში სიმულატორი |
მედია | ინტერნეტ-ბრაუზერი |
საიტი | topeleven.com |
Top Eleven Football Manager — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. NORDEUS-ის პროდუქტი. რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა აღწევს 10 000 000-ს. თამაში გაშვებულია 34 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. საფეხბურთო მენეჯერის სათამაშოდ აუცილებელია Facebook-ის ანგარიშის ქონა, თამაში შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე, facebook აპლიკაციით. თამაში ასევე ხელმისაწვდომია Android-ისა[2] და iOS-ის[3] ოპერაციული სისტემებზე.
თამაში დაყოფილია სეზონებად. თითო სეზონი გრძელდება 28 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც მოთამაშეს 3 სახის ტურნირზე შეუძლია მონაწილეობა: საფეხბურთო ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და საფეხბურთო თასი; თასსა და ლიგაზე ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭიროა წინა სეზონის ლიგაში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა. ყოველი სეზონის შემდეგ, ლიგის რეიტინგის პირველი 7 გუნდის მენეჯერი გადადის ახალ დონეზე, ხოლოდ დანარჩენი 7 გუნდის მენეჯერი იგივე დონეზე რჩება. ამჟამადად არის სულ 50 დონე, თუმცა ჯერ ამ დონემდე არავის მიუღწევია.
მოთამაშეს შეუძლია: