Upwork Global Inc. | |
---|---|
![]() | |
საიტი | Upwork.com |
რეგისტრაცია |
აუცილებელი, უფასო |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
მფლობელი | Upwork Global Inc. |
შემქნელი |
Stephane Kasriel (CEO), Thomas Layton (Chairman) |
გაეშვა | 2015 |
Upwork, ყოფილი Elance-oDesk — პლატფორმა, სადაც, დისტანციურად ხდება დამქირავებლებისა და დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანების (Freelancers) დაკავშირება და თანამშრომლობა. 2015 წელს დაარსებული კომპანია Elance-oDesk რებრენდინგის შემდეგ გადაკეთდა Upwork-ად, რომლის სრული სახელი არის Upwork Global Inc.[1] კომპანია დაფუძნებულია სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.[2]
Upwork-ზე დარეგისტრირებულია თორმეტი მილიონი დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანი და ხუთი მილიონი რეგისტრირებული დამქირავებელი.[3][4] დაახლოებით, სამი მილიონი ვაკანსია ქვეყნდება ყოველწლიურად და Fiverr-თან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმა დამოუკიდებელი მომუშავეებისთვის.[5][6][7]
Elance დაარსდა 1999 წელს Beerud Sheth-ის, Srini Anumolu-ის და Sanjay Noronha-ის მიერ,[8] oDesk კი, 2003 წელს[9] Odysseas Tsatalos-ის და Stratis Karamanlakis-ის მიერ.[10] Upwork ჩამოყალიბდა 18 თვის შემდეგ. 2013 წლის 18 დეკემბერს Elance-მა და oDesk-მა განაცხადეს მათი გაერთიანების შესახებ.[11]
2017 წლის მონაცემებით Upwork-ს ჰყავს 14 მილიონი მომხმარებელი, 180 ქვეყნიდან, 1 მილიარდი დოლარის წლიური ბრუნვა.[12][13]
Upwork დამქირავებელს აძლევს საშუალებას თავისუფალ მომუშავესთან ქონდეს მიმოწერა, ნახოს სამსახურის მაძიებლის, თავისუფლად მომუშავის წინა პროექტები, სხვა უნარ-ჩვევები, რომელიც წინასწარ აქვს მითითებული მომხმარებელს. ასევე, შეთანხმდნენ სამუშაოს დროსა და თანხაზე.[14]
პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს დროის აღმრიცხველ პროგრამას, რომელიც ითვლის მუშაობის დროს, მუშაობის აქტივობას და გარკვეული დროის განმავლობაში, პროგრამა მონიტორს უღებს ეკრანის ფოტოს.[15]