Waka Flocka Flame | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ხოაკინ ჯეიმზ მალფურსი (ინგლ. Juaquin James Malphurs) |
დაბ. თარიღი | 31 მაისი, 1986 |
დაბ. ადგილი | სამხრეთ იამაიკა, ქუინსი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი |
ლეიბლ(ებ)ი | Brick Squad Monopoly, 1017 Brick Squad Records, Warner Bros., Asylum |
საიტი | wakaflocka.com |
Waka Flocka Flame ვიკისაწყობში |
ხოაკინ მალფურსი (ინგლ. Juaquin Malphurs, დაბ. 1986 წლის 31 მაისი) — უფრო მეტად ცნობილი, როგორც Waka Flocka Flame — ამერიკელი რეპერი, რომელსაც კონტრაქტი აქვს ლეიბლებთან 1017 Brick Squad Records და Warner Bros. ცნობილია თავისი სინგლებით „Hard in Da Paint“ და „No Hands“. 2010 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Flockaveli, რომელიც პირველივე კვირას გაიყიდა 37,000-იანი ტირაჟით. მისი მეორე ალბომი Triple F Life: Friends, Fans and Family გამოვიდა 2012 წლის 12 ივნისს.
დაიბადა ნიუ-იორკის რაიონ კუინსში. 2001 წელს მისი ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად რივერდეილში, შტატ ჯორჯიაში. მისი მამა — დებრა ანტნი არის So Icey/Mizay Entertainment-ის შემსრულებელი დირექტორი და ცნობილი რეპერი Gucci Mane-ს პირველი მენეჯერი. სახელი „Waka“ მას შეარქვა ბიძაშვილმა, ხოლო „Flocka Flame“ კი Gucci Mane-მ, რომელსაც 19 წლის ასაკიდან იცნობს.
ვაკას დებიუტი შედგა 2009 წელს სინგლით „O Let's Do It“, რომელიც Billboard Hot 100-ში 62 ადგილს იკავებდა[1]. 2010 წლის 16 იანვარს მას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც იგი დაიჭრა ხელში, თუმცა არანაირი სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მისი სადებიუტო ალბომი Flockaveli გამოვიდა 2010 წლის 5 ოქტომბერს.
ვაკამ 2011 წელს გამოუშვა მრავალი მიქსტეიპი და ალბომი Ferrari Boyz Gucci Mane-სთან ერთად. პირველი სინგლი ამ ალბომიდან იყო ტრეკი „She Be Puttin On“, რომელიც ჩაიწერა ვაკას საუკეთესო მეგობართან Slim Dunkin-თან. ამ სიმღერისთვის კლიპის გადაღების დროს Slim Dunkin-ზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რის შედეგადაც რეპერი გარდაიცვალა. ვაკას მეორე ალბომი Triple F Life: Fans, Friends & Family გამოვიდა 2012 წლის 12 ივნისს.
2013 წლის 22 იანვარს ვაკამ განაცხადა, რომ დაასრულა თავის მესამე ალბომ Flockaveli 2-ზე მუშაობა. ალბომი შეიცავს სიმღერებს Timbaland და Wyclef Jean-თან. იმავე წლის 5 თებერვალს გამოვიდა მისი მიქსტეიპი სახელად DuFlocka Rant 2, სადაც არის სიმღერები Gucci Mane, Lil Wayne, French Montana, Ace Hood, Young Scooter-თან და მრავალ სხვა არტისტებთან ერთად.
2014 წლის 21 მარტს გამოვიდა მისი მიქსტეიპი სახელად Re-Up, ხოლო იმავე წლის 14 ივლისს — I Can't Rap Vol. 1.
2015 წლის 9 თებერვალს Twitter-ში ვაკამ გამოაქვეყნა Flockaveli 2-ის გამოსვლის თარიღი — 2015 წლის 1 ივნისი და ამ ალბომის მოწვეული არტისტების სია : Jay Z, Kanye West, Lil Wayne, Drake და 50 Cent. 2 მარტს DJ Whoo Kid-თან ერთად ვაკამ გამოუშვა მიქსტეიპი სახელად „Turn Up Godz Tour“. მიქსტეიპში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა რეპერებმა, როგორებიც არიან Future, Howard Stern, Flosstradamus, Casino, Machine Gun Kelly, Neon Dreams, Offset, Cash Out, Bobby V, Gucci Mane, Tony Yayo და Watch The Duck. 1 აპრილს კი გამოვიდა ვაკას მიქსტეიპი Salute Me Or Shoot Me 5, სადაც მონაწილეობა მიიღეს Future-მ, Yo Gotti-მ და Juvenile-მა.
სტუდიური ალბომები
მიქსტეიპები