Škoda 10T

Škoda 10T პორტლანდში
ტაკომას Škoda 10T

Škoda 10T — შკოდას მიერ შექმნილი, სამსექციური, ორურიკიანი, ნახევრადდაბალიატაკიანი, ორმხრივი მიმართულების ტრამვაი. ეს ვაგონი Škoda 03T–ს ჰგავს. სალონის იატაკის შუა ნაწილი, იატაკის ფართის 50% დაბალია და ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ სიმაღლეზეა.

2009 წლის აპრილის მდგომარეობით სულ გამოშვებულია 10 ვაგონი, რომლებიც გადაეცა აშშ–ს:

2006 წელს შკოდასა და ამერიკულ კომპანიებს შორის გაფორმდა კონტრაქტი Škoda 10T–ების აგებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც 2006 წლის თებერვალში ორეგონის ლითონკონსტრუქციის ქარხანამ შკოდასგან მიიღო ტექნოლოგიური ტრანსფერის ექსკლუზიური უფლება. ეს 10 ვაგონი ჩეხეთში, შკოდას ქარხანაში დამზადდა და აშშ–ში აიწყო.

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა ბორტის ნომერი შენიშვნები
პორტლანდი პორტლანდის ტრამვაი Škoda 10 T 2001–2009 7 ვაგონი 001–007, 015  
ტაკომა ტაკომას ტრამვაი Škoda 10 T 2001 3 ვაგონი 1001–1003  

ტექნიკური მონაცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 20,13 მ
  • სიგანე: 2,46 მ
  • სიმაღლე: 3,44 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 28,8 ტ
  • ადგილების საერთო რაოდენობა: 157
    • დასაჯდომი ადგილები: 30
    • დასადგომი ადგილები: 127
  • დაბალი იატაკი: 50%
  • იატაკის სიმაღლე: 35/78 სმ
  • მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 70 კმ/სთ
  • მოტორების სიმძლავრე: 360 kW (4 x 90 kW)
  • მინიმალური მოხვევის რადიუსი: 18 მ
Škoda 10 T პორტლანდში
Škoda 10 T ტაკომაში
ტაკომას ვაგონის ინტერიერი
ინვალიდის ეტლის რამპა ტაკომას Škoda 10 T-ს კართან

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: