Он вам не Димо́н (ქართ. ის თქვენი დიმონი არ არის) — კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დოკუმენტური ფილმი-გამოძიება, რომელიც გამოვიდა პორტალ YouTube-ზე 2017 წლის 2 მარტს და 1 წელიწადში 26 მილიონ ნახვაზე მეტი მოაგროვა.[1]
ფილმში მოთხრობილია რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის შესაძლო ქონებაზე. ფილმში აგრეთვე ნათქვამია, რომ მედვედევი სათავეში უდგას მრავალდონიან კორუფციულ სქემას. ფილმის ავტორთა თქმით, საქველმოქმედო ფონდებით და ორგანიზაციებით, რომლებიც მედვედევის მინდობილ პირებზეა გაფორმებული (თანაკურსელები და ოჯახის წევრები), პრემიერ-მინისტრი ფლობს ოლიგარქებსისა და გაზპრომბანკის კრედიტებით მიღებული ფულით შეძენილ ძვირფას უძრავ ქონებას. ფილმში მთხრობელს როლი ჰქონდა პოლიტიკოს (2018 წლის პრეზიდენტობის კანდიდატს) და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელ ალექსეი ნავალნის.
ფილმის გამოსვლის შემდეგ, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მიმართა რუსეთის ფედერაციის საგამოძიები კომიტეტს, მოთხოვნით დაეწყოთ გამოძიება დიმიტრი მედვედევისა და ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ მექრთამეობის ბრალდებით.[2] რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა. მედვედევის შემოწმების თხოვნით საგამოძიებო კომიტეტს მიმართა კომპარტიის წევრმა, დეპუტატმა ვალერი რაშკინმაც.
ნავალნიმ რუსეთის მთავრობა საჭირო რეაქციის არგამოვლენაში დაადანაშაულა და ანტიკორუფციული მიტინგებს ორგანიზაცია დაიწყო.[3] 2017 წლის 26 მარტს, რუსეთის ათეულობით ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა ანტიკორუფციულ პროტესტზე. იმავე წლის 12 ივნისს მიტინგები განმეორდა, ამჯერად უფრო დიდი მასშტაბით.
თავად მედვედევმა გამოძიებას უწოდა „კომპოტის პრინციპით“ შეგროვებული „ლექი და სისულელე“ და განაცხადა, რომ არ სურს „კომენტარი გააკეთოს პოლიტიკური ვიგინდარების აბსოლოტურად მცდარი პროდუქტი“.[4] მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ნავალნისა და ფონდს სასამართლოში, ცილისწამების ბრალდებით უჩივლა. 2017 წლის 31 მაისს მოსკოვის ლიუბლინსკის რაიონულმა სასამართლომ დააკისრა ვალდებულება ნავალნის, გამოეშვა უსმანოვთან დაკავშირებული ნათქვამის უარყოფა და უსმანოვთან დაკავშირებული პუბლიკაციები წაეშალა. ნავალნიმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა და აპელაცია შეიტანა.
რუსული ექსპერტული საზოგადოებისგან ფილმმა არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო.
ფილმის სახელწოდებად აირჩიეს მედვედევის პრეს-მდივანის, ნატალია ტიმაკოვას ფრაზა, რომელმაც 2013 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში, წაიწუწუნა სოციალურ ქსელებში არსებულ „თავხედობაზე“, რომელიც მის უფროსს აწუხებდა: „არ მესმის ადამიანების, რომლებიც, დავუშვათ, Facebook-ზე წერენ: „ნუ, დიმონ, ყოჩაღ“. ის თქვენი დიმონი არ არის. ის მთავრობის თავმჯდომარეა.[5]
ფილმი დაყოფილია ათ თავად; თითოეულის საშუალოდ ხუთი წუთი გრძელდება. ეპიზოდთა უმრავლესობაში საუბარია საქველმოქმედო ფონდის, „Дар“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქტივებზე. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ილია ელისეევი — მედვედევის ძველი მეგობარი და თანაკურსელი, რომელსაც ფილმში მედვედევის მთავარ მინდობილ სახედ უწოდებენ. ფილმში ნაჩვენებია, რომ მედვედევი იცნობს ფონდის ხელმძღვანელობას და იყენებს ფონდის საკუთრებას დასასვენებლად და ისიც, რომ ფონდები ხშირად იღებენ საჩუქრებს რუსი ოლიგარქებისგან. გამოითქმება ვარაუდი, რომ ფონდ „Дар“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიების აქტივები არის დიმიტრი მედვედევის საკუთრება, რომელსაც ის მინდობილი პირების მეშვეობით მართავს.
პროექტის საიტზე, ფილმში შესული მასალის გარდა, ტექსტურ ფორმატჩია მოცემული რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ფილმში არ შევიდა.
საუნდტრეკად გამოიყენეს ჯგუფი „კომბინაციას“ კომპოზიცია „American Boy“, რომლის ფონზეც მედვედევი 2010 წელს, კურსდამთავრებულდა შეხვედრაზე ცეკვავდა.[6] ნავალნის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა მისი გამოყენების უფლება ჯგუფისგან იყიდა.[7]
ფილმის გამოსვლის დღეს, პრეს-მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ფილმს „წინასაარჩევნო გამოხტომა“ უწოდა. მისი თქმით, „მასალა ატარებს ღიად გამოხატულ მტრულ ხასიათს, რაზეც ის ვიდეოს ბოლოში თვითონაც ამბობს“. ტიმაკოვას თქმით, „უაზრობაა ოპოზიციური და გასამართლებული პერსონაჟის პროპაგანდისტული გამოხტომების კომენტირება“.[8][9] 10 მარტს, ნავალნიმ განაცხადა, რომ მედვედევმა იგი Instagram-ში დაბლოკა.[10]
მედვედევმა პირველი კომენტარი[11] ფილმის გამოსვლიდან მხოლოდ 1 თვეში, 4 აპრილს გააკეთა.[11] ეს მოხდა ტამბოვის ოლქში, „რუსაგროს“ მუშებთან შეხვედრისას.[12][13] მედვედევის თქმით, ფილმი შეუკვეთა „ხალხმა, რომელსაც აქვს სავსებით კონკრეტული პოლიტიკური მიზნები“. მან დაამატა, რომ ფილმი „დიდი ფულით“ გადაიღეს, რომელიც შეაგროვა არა ხალხმა, არამედ „კერძო სპონსორებმა“. მედვედევის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის ფონდი „კომპოტის პრინციპით“ იყო გაკეთებული.
|title=
-ში №14 პოზიციაზე (დახმარება)