ადრიენ ლენკერი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ადრიენ ელიზაბეთ ლენკერი |
დაბ. თარიღი | 9 ივლისი, 1991 |
დაბ. ადგილი | ინდიანაპოლისი[1] |
წარმოშობა | პლიმონთი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ინდი-ფოლკი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 2006 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Saddle Creek Records, 4AD |
საიტი | adriannelenker.com |
ადრიენ ლენკერი ვიკისაწყობში |
ადრიენ ელიზაბეთ ლენკერი (ინგლ. Adrianne Elizabeth Lenker; დ. 9 ივლისი, 1991) - ამერიკელი მუსიკოსი. ინდი-როკ ჯგუფ Big Thief-ის ვოკალისტი, გიტარისტი და მთავარი კომპოზიტორი, ისევე, როგორც სოლო არტისტი.
ლენკერი დაიბადა ინდიაპოლისში და გაიზარდა ქრისტიანულ კულტში 4 წლის ასაკამდე, [2][3] თუმცა ძირითადად მინესოტაში გაიზარდა. მისი მშობლები ქირაობდნენ სახლებს ქულ რაპიდსში, ნისვაში და ბლუმინგტონში, მინესოტაში, პლიმონტში, მინესოტაში დაფუძნებამდე, სადაც 10 წლამდე იცხოვრა იმ დროის გამოკლებით, როცა სანტა კრუზში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. ზაფხული გაატარა შუა დასავლეთში მოგზაურობაში, რომლის დროსაც ფორდის კარგო მიკროავტობუსში ცხოვრობდა. [4]
ლენკერმა დაწერა თავისი პირველი სიმღერა 8 წლის ასაკში და 13 წლის ასაკში ჩაწერა პირველი ალბომი.[4] ასევე ჰქონდა სხვა ინტერესებიც - საბრძოლო ხელოვნება, ის იყო შტატის კარატეს ჩემპიონი 3 წლის მიყოლებით. სანტა კრუზში როცა გადავიდა ოჯახის მეგობართან ცხოვრობდა და მუშაობდა ადგილობრივ მაკდონალდსში. 16 წლის ასაკში სანტა კრუზის საჯარო სკოლიდან გამოვიდა , გადავიდა პლიმონთში და ჩააბარა ზოგადი განათლების განვითარების (General Educational Development) ტესტი. ისწავლა ბერკლის მუსიკის კოლეჯში Tedeschi Trucks Band-ის წევრი სუზან ტედესჩის დაფინანსებით [5]
2006 წლის 28 თებერვალს ლენკერმა 14 წლის ასაკში გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი Stages of the Sun.[6] 2014 წლის 9 იანვარს ლენკერმა გამოუშვა თავისი მეორე სოლო ალბომი Hours Were the Birds[7]
2014 წლის 1 მაისს ლენკერმა მომავალ თანაჯგუფელ ბაქ მიქთან ერთად გამოუშვა LP ჩანაწერები a-sides და b-sides.[8] 2015 წელს ლენკერმა და მიქმა მაქს ოლეარჩიკთან და ჯეიმს ხივჩენიასთან ერთად შექმნეს ჯგუფი Big Thief, რომლის პირველი ალბომიც 2016 წელს გამოვიდა.[9] მას შემდეგ ბენდმა გამოუშვა 4 ალბომი და საკონცერტო ტურებს ატარებს შექმნიდან ყოველ წელს.[10]
ლენკერმა თავისი მესამე სოლო ალბომი Abysskiss გამოუშვა 2018 წლის 5 ოქტომბერს. [11][12] ალბომში შემავალი სიმღერები ლენკერმა დაწერა Big Thief-თან ერთად საკონცერტო ტურში ყოფნისას. ამ ალბომიდან მისი ორი სიმღერა, რომელსაც ჰქონდა სრული არანჟირება, ხელახლა გამოუშვა Big Thief-მა რამდენიმე თვეში ალბომში U.F.O.F..[13]
კოვიდ 19-ის პანდემიის იზოლაციისას, მან დაწერა და ჩაწერა ორი ალბომი: Songs და Instrumentals, რომლებიც გამოუშვა 2020 წლის 23 ოქტომბერს.[14] ალბომები ფოკუსირდება ნაკლებ ციფრულ პროდიუსირებაზე და მეტად აკუსტიკურ ხმოვანებაზე სიმღერის წერაში ტრადიციული ფოლკლორული ელემენტებითა და იმპროვიზაციით. ორივე ალბომი ჩაიწერა ყველანაირი ციფრული პროცესის გარეშე, ანალოგ-ანალოგ-ანალოგ-ის ჩაწერის მეთოდით. [15]
2024 წლის იანვარში ლენკერმა School of Song-თან თანამშრომლობით ჩაატარა 4 კვირიანი სიმღერის წერის კურსი, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა სხვადასხვა გიტარის ტექნიკით კრეატიულობის გაფართოების გზებსა და ლირიკაზე.[16] იმავე თვეში ლენკერმა ასევე დააანონსა თავისი მეექვსე სტუდიური ალბომი Bright Future, რომელიც გამოვიდა 2024 წლის 22 მარტს.[17]
2024 წლის 11 მარტს ლენკერმა ექსკლუზიურად პლათფორმაზე Bandcamp გამოუშვა EP — I Won't Let Go of Your Hand, რომლის შემოსავლებიც ირიცხება პალესტინელ ბავშვთა დასახმარებელ ფონდში.[18]
|accessdate=
-ში (დახმარება)