აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიისა და რელიგიის მუზეუმი | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Dövlət Din Tarixi Muzeyi | |
40°22′09″ ჩ. გ. 49°50′32″ ა. გ. / 40.36942889° ჩ. გ. 49.84249389° ა. გ. | |
დაარსდა | 1990 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
ოფიციალური საიტი | http://dintarixi.az/ |
აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიისა და რელიგიის მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Dövlət Din Tarixi Muzeyi) — მუზეუმი აზერბაიჯანში, ბაქოში. მუზეუმში შუქდება ადგილობრივი პირველყოფილი ადამიანების რელიგიური მრწამსი. მუზეუმი იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
1967 წელს შექმნილი იქნა აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ბრძანების საფუძველზე ისტორიული ათეიზმის მუზეუმი.
1990 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 414 განკარგულების საფუძველზე მუზეუმს გადაერქვა სახელი და ეწოდა რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი. 1993 წლის ივნისში მუზეუმი გადატანილი იქნა სამუზეუმო ცენტრში.[1]
მუზეუმის ისტორიული რელიგიის მეცნიერული ფონდი შედგება სამხატვრო ნაწარმოებებისგან, გრაფიკული სახეებისგან, სკულპტურებისგან, წიგნებისგან და ხელნაწერებისგან, ფოტოგრაფიებისგან, გაზეთებისა და ჟურნალებისგან რომლებში არის გამოხატული იუდეური, ბუდისტური, ქრისტიანული და მუსულმანური დოკუმენტაციები. ფონდები მოიცავს 4 ათასს ექსპონატს.