ამერიკის პენსიონერთა ასოციაცია

ამერიკის პენსიონერთა ასოციაცია, „ეი-ეი-არ-ფი“, (ინგლ. American Association of Retired Persons — AARP) — საზოგადოებრივი, არაპარტიული ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის მიზანია 50 წელს გადაცილებული ამერიკელების უფლებებისა და ინტერესების ლობირება.

დააფუძნა 1958 წელს ყოფილმა პედაგოგმა ეთელ ანდრუსმა. 1982 წელს შეუერთდა ანდრუსის მიერვე 1947 წელს დაარსებულ პენსიონერი მასწავლებლების ეროვნულ ასოციაციას. გამოსცემს ჟურნალ „AARP The Magazine“-ს (ყოფ. „Modern Maturity“), რომელიც ამერიკაში ყველაზე დიდი ტირაჟის მქონე პერიოდული გამოცემაა. ორგანიზაცია აერთიანებს 38 მილიონ წევრს (2018). არჩევნებში ასოციაციის წევრების გამორჩეულად მაღალი აქტიურობის გამო AARP აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტერესთა ჯგუფად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]