ანატოლი სმირანინი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 დეკემბერი, 1892 ოდესა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
15 თებერვალი, 1971 (78 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ანატოლი სმირანინი (რუს. Анатолий Дмитриевич Смиранин; დ. 23 დეკემბერი, 1892, ოდესა, რუსეთის იმპერია — გ. 15 თებერვალი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — რუსი და საბჭოთა მსახიობი, რეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1946).[1]
დაიბადა ოდესაში 1971 წლის 15 თებერვალს. დაამთავრა ოდესის მე-5 გიმნაზია. მამის სურვილის მიუხედავად, მიატოვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1910 წელს თეატრალურ სცენაზე შედგა ფეხი. მოღვაწეობდა ტაგანროგის, უფის, პენზის, დონის როსტოვის, ურალისა და სხვა თეატრებში. გადაიტანა 3 რევოლუცია და 2 მსოფლიო ომი. პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა.
1917-1919 წლებში მოღვაწეობდა ოდესაში, ამხანაგობა „რუსულ დრამაში“, 1920-1922 წლებში — საზღვაო ძალების პოლიტსამმართველოს თეატრში, 1922-1936 წლებში — სოხუმის, ბათუმის, კრასნოდარის და სხვა თეატრებში. 1936 წლიდან თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამორჩეული როლები: სირანო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ზაბელინი (ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“), ტარტიუფი (მოლიერის „ტარტიუფი“), პოლკოვნიკი ტალბერგი (მ. ბულგაკოვის „ტურბინთა დღეები“), დუდუკინი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.