ანგელოზი ან დემონი | |
---|---|
მონაწილეობენ | აურა გარიდო, ხაიმე ოლიასი |
ქვეყანა | ესპანეთი |
სეზონი | 2 |
ეპიზოდი | 22 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | დენიელ სებრიანი |
ხანგრძლივობა | 80 წთ. |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | Telecinco |
ეთერში | 1 თებერვალი 2011 — 13 ივლისი 2011 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ანგელოზი ან დემონი (ესპ. Ángel o demonio) — ესპანური მისტიკური ჟანრის ტელესერიალი. აწარმოებდა Plural Entertainment. სერიალი გადიოდა 2011 წელს, ტელეარხ Telecinco-ზე.
სიუჟეტის მიხედვით გოგონა ვალერია გარბის სახლიდან და აღმოაჩენს რომ იგი მალაკია - სულით სპეტაკი გოგონა, ანგელოზი. ნათაელის, თავისი ახალი ნაცნობის დახმარებით იგი ებრძვის დემონებს, დაცემულ ანგელოზებს, რომლებიც მის თავის მხარეს მოქცევას ცდილობენ. სერიალის ყოველი ეპიზოდი რომელიმე ადამიანის ცხოვრებას ეძღვნება, რომელსაც ვალერია უნდა დაეხმაროს. ამაში მას ეხმარება წიგნი, რომლის გვერდები ცარიელია, მაგრამ აჩენს გზავნილებს მაშინ, როდესაც ვინმეს დახმარება სჭირდება.
2013 წელს რუსულ ტელეარხ СТС-ის ეთერში გავიდა სერიალის რუსული ადაპტაცია.