ანდრე სტილი | |
---|---|
ფრანგ. André Stil | |
დაბადების თარიღი | 1 აპრილი, 1921[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ერნი |
გარდაცვალების თარიღი | 3 სექტემბერი, 2004[4] [2] [3] [5] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კამელა |
დასაფლავებულია | კამელა |
საქმიანობა | მწერალი[3] , სცენარისტი და ჟურნალისტი[3] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
საფრანგეთი სსრკ |
ალმა-მატერი | ჩრდილოეთ საფრანგეთის ლილის უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი |
ჯილდოები | სტალინური პრემია, Eugène Dabit populist novel award, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და ღირსების ორდენის ოფიცერი |
ანდრე სტილი (ფრანგ. André Stil; დ. 1 აპრილი, 1921 — გ. 3 სექტემბერი, 2004) — ფრანგი ნოველისტი, ჟურნალისტი, რომანისტი და საზოგადო მოღვაწე.
ანდრე სტილი დაიბადა 1921 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაიწყო ფრანგული „წინააღმდგეგობის“ წლებში. იგი ავტორია რომანებისა: „პირველი დარტყმა“, „ჩვენ ერთმანეთი ხვალ გვეყვარება“. რომანებში სტილი ეხება ეპოქის აქტუალურ მოვლენებს და ასახავს საფრანგეთის მუშათა კლასის ცხოვრებას, მის გაჭირვებას, ბრძოლას, მისწრაფებებსა და იდეალებს.
მოთხრობათა და ნოველების კრებულებიდან აღსანიშნავია: „სენა“ გავიდა ზღვაში და ათი სხვა მოთხრობა მშვიდობის დასაცავად“, „ბედნიერების საკითხი დასმულია“, „ტკივილი“ და სხვა.
სტილი გარდაიცვალა 2004 წლის 3 სექტემბერს ქალაქ კამელაში.