ანდრია აბრიკოსოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (14) ნოემბერი, 1906[1] |
დაბადების ადგილი | სიმფეროპოლი |
გარდაცვალების თარიღი | 21 ოქტომბერი, 1973[1] [2] (66 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საქმიანობა | მსახიობი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ჯილდოები | სტალინური პრემია, სსრკ-ის სახალხო არტისტი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, რსფსრ-ის სახალხო არტისტი და რუსეთის სფსრ-ის დამსახურებული არტისტი |
შვილ(ებ)ი | Grigori Abrikosov |
ანდრია ლევის ძე აბრიკოსოვი (რუს. Андре́й Льво́вич Абрико́сов; დ. 1 (14) ნოემბერი, 1906, სიმფეროპოლი — გ. 21 ოქტომბერი, 1973, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1968). სკკპ წევრი 1950 წლიდან.
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1926 წლიდან. 1931-1937 წლებში მოსკოვის რეალისტური თეატრის მსახიობია, 1938 წლიდან გამოდის ვახტანგოვის სახელობის თეატრის სცენაზე. როლები: გრიმოვი (პოგოდინის „არისტოკრატები“), სემიონკოტკო (კატაევის „მშრომელი ხალხის შვილი ვარ“), ეგნატე გორდეევი (გორკის „თომა გორდეევის“ მიხედვით). კინოში განასახიერა გრიგოლ მელეხოვის („წყნარი დონი“, შოლოხოვის მიხედვით, 1931), პავლე კუგანოვის („პარტიული ბილეთი“, 1936), გავრილა ოლექსიჩის („ალექსანდრე ნეველი“, 1938; სახელმწიფო პრემია, 1941), სტეფანე რაზინის („სტეფანე რაზინი“, 1939), ილია მურომეცის („ილია მურომეცი“, 1956) და სხვა როლები.
დაჯილდოებულია 2 ორდენიტა და მედლებით.