ანტონ ტომაჟ ლინჰარტი (სლოვენ. Anton Tomaž Linhart; დ. 11 დეკემბერი, 1756, რადოვლიცა — გ. 14 ივლისი, 1795) — სლოვენიელი დრამატურგი და განმანათლებლობის ეპოქის ისტორიკოსი.
დაიბადა 1756 წელს რადოვლიცაში. სწავლობდა ლიუბლიანის იეზუიტების სკოლაში. 1870-იანი წლების ბოლოს გაემგზავრა ვენაში, სადაც დაეუფლა ეკონომიკურ მეცნიერებებს.
გარდაიცვალა 1795 წელს ლიუბლიანაში.