არგენტინის სამოქალაქო ომი - სამოქალაქო ომების სერია, რომელიც მიმდინარეობდა არგენტინაში XIX საუკუნის განმავლობაში. არ უნდა ავურიოთ არგენტინის დამოუკიდებლობისათვის ომში, მიუხედავად იმისა, რომ ერთდროულად მიმდინარეობდა. გეოგრაფიულ დონეზე, ამ ომში მოწინააღმდეგეები იყვნენ ერთი მხრივ ბუენოს-აირესი და მეორე მხრივ თანამედროვე არგენტინის დანარჩენი პროვინციები, პოლიტიკურ დონეზე - ფედერალური და უნიტარული პარტიები. კონფლიქტის მიზეზი იყო ბუენოს-აირესის ზღვარსგადასული ცენტრალიზმი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა და ქალაქის პორტის წყალობით, ბუენოს-აირესი საერთაშორისო ვაჭრობის ერთადერთ ცენტრს წარმოადგენდა. გარკვეულ პერიოდებში, ამ ომის განვითარებაში ჩართულნი იყვნენ უცხო ქვეყნები (როგორც ევროპის, ისე მეზობლები).
ომი დასაბამს იღებს 1814 წელს, როდესაც იქმნება თავისუფალ ხალხთა ლიგა და გრძელდება 1876 წლამდე, როდესაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფედერალისტების ბოლო ამბოხი ჩაახშო. პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო ომი ბუენოს-აირესის ავტონომისტებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის 1880 წელს, ბუენოს-აირესის პროვინციის გუბერნატორ კარლოს ტეხედორის აჯანყების მარცხითა და ქალაქ ბუენოს-აირესის ფედერალიზაციით მთავრდება.