არიადნა გუტიერესი | |
---|---|
![]() გუტიერესი 2015 წელს | |
მშობლიური სახელი | Ariadna Gutiérrez |
დაბადების სახელი | არიადნა გუტიერესი არევალო |
დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1993 სინსელეხო, სუკრეს დეპარტამენტი, კოლუმბია |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მოდელი |
სიმაღლე | 178 სანტიმეტრი |
ჯილდოები |
მის სუკრეს 2014; მის კოლუმბია 2014 |
არიადნა გუტიერესი არევალო (ესპ. Ariadna Gutiérrez Arévalo; დ. 25 დეკემბერი, 1993) — კოლუმბიელი მსახიობი, მოდელი და სილამაზის კონკურსის გამარჯვებული. 2014 წელს გახდა „მის კოლუმბია“, 2015 წელს წარმოადგინა კოლუმბია „მის სამყაროს“ კონკურსზე და დაიკავა პირველი მეორე ადგილი მას შემდეგ, რაც მასპინძელმა სტივ ჰარვიმ შეცდომით გამოაცხადა გამარჯვებულად. გათამაშების შემდეგ გამოჩნდა ფილმში XXX: დაბრუნება და დიდი ძმა 1-ში..
გუტიერესი დაიბადა სინსელეხოში, კოლუმბია. როდესაც ის შვიდი თვის იყო, მისი მშობლები გადავიდნენ ბარანკილიაში, სადაც გაიზარდა. სწავლობდა ბარანკილიის გერმანულ სკოლაში.[1] არის მის სამყარო 2014 და მის კოლუმბიის 2013 წლის გამარჯვებული პაულინა ვეგას ბიძაშვილი.[2]
2014 წელს გუტიერესმა მიიღო მის სუკრეს ტიტული. 2014 წელსვე მის კოლუმბიის გვირგვინის მფლობელი გახდა. ამჟამად პროფესიონალ მოდელად მუშაობს.
გუტიერესი 2014 წელს მონაწილეობდა „მის კოლუმბია“-ში, წარმოადგენდა სუკრეს დეპარტამენტს, სადაც მან მოიპოვა მის კოლუმბიის ტიტული.[3]
გუტიერესი წარმოადგენდა კოლუმბიას მის სამყაროს 64-ე კონკურსზე და იგი შეცდომით მისი ქვეყნიდან გამარჯვებულად მასპინძელმა სტივ ჰარვიმ დაასახელა.[4] თუმცა, გუტიერესისათის გვირგვინის დადგმის შემდეგ, ჰარვი მიხვდა, რომ არასწორად წაიკითხა შედეგი და უნდა გამოეცხადებინა იგი პირველ მეორეადგილოსნად, ხოლო ფილიპინელი პია ვურტცბახი გამარჯვებულად.[5]
მოგვიანებით გუტიერესმა ამ მოვლენას „დამამცირებელი“ უწოდა. კოლუმბიის რადიოსადგურზე მან აღნიშნა რომ ეს იყო „დიდი უსამართლობა და ძალიან დამამცირებელი ჩემთვის“.[6] [7]
გუტიერესი გამოჩნდა 2017 წლის ფილმი XXX: დაბრუნება ამერიკელ მსახიობ ვინ დიზელთან ერთად.
გუტიერესი ცხოვრობს მაიამიში, ფლორიდაში.[8] დიგი არის მის კოლუმბია 2013-ისა და მის სამყარო 2014 წლის გამარჯვებული პაულინა ვეგას ბიძაშვილი.[9]