არინა ავერინა | |
---|---|
არინა ავერინა (რუს. Арина Алексеевна Аверина; დ. 13 აგვისტო, 1998, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი)[1] — რუსი ინდივიდუალური რიტმული ტანმოვარჯიშე. არის 2017 წლის მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი, 2018 წლის ევროპის ჩემპიონი და 2016 წლის გრანდ პრიქსის ფინალის ბრინჯაოს მედალოსანი. ეროვნულ დონეზე, არის 2019 წლის რუსეთის ეროვნული ჩემპიონი და ორგზის (2015; 2017) რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის მედალოსანი. მისი იდენტური ტყუპი, დინა ავერინა ადის მსგავსად რიტმულ ტანვარჯიშში ასპარეზობს და არის 2017 და 2018 წლების მსოფლო ჩემპიონი.
დაიბადა 1998 წლის 13 აგვისტოს, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქსენია და ალექსეი ავერინების ოჯახში. ჰყავს ორი და. ტანვარჯიშში ვარჯიში 4 წლის ასაკში დაიწყო. დაიბადა ტყუპისცალ დინა ავერინაზე 20 წუთით ადრე. არინას ნაიარევი აქვს მარჯვენა თვალთან (აღნიშნული ნაიარევი კლუბთავ ვარჯიშის დროს, უბედური შემთხვევისას შედეგად მიიღო).[2] უფროს დას სახელად პოლინ ჰქვია. არინას ნათქვამი აქვს, რომ ტყუპებს შორის არანაირი კონკურენცია არაა. „ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიხილოთ პოდიუმზე ისეთი სპორტსმენი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ და ავერინას ოჯახის სახელით ასპარეზობს“.[3] არინას და დინას ერთი ინსტაგრამის ანგარიში აქვთ.
ტყუპები, არინა და დინა პირველად ლურისა ბელოვას ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიშობდნენ, ხოლო შემდეგ რუსეთის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ და ვარჯიში მოსკოვში მდებარე ოლუმპიურ სავარჯიშო ცენტრში დაიწყეს; ამჟამად ისინი აღნიშნულ დაწესებულებაში ვერა შატალინას ზედამხედვეობის ქვეშ ვარჯიშობენ.
ტყუპები პირველად საერთაშორისო ტურნირებში 2011 წელს, ამავე წლის რუსეთ-ჩინეთის ახალგაზრდულ თამაშებში გამოჩნდნენ; აღნიშნულ თამაშებში არინასმ მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო დინამ ოქროს მედალი მოიპოვა. 2012 წელს, არიან რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა.[4] არინა და დინა, ორივე ასპარეზობდნენ ეილათში (ისრაელი) გამართულ ვენერას თასზე, სადაც ალინამ ბრინჯაოს მედალი, ხოლო დინამ „ჰოოპში“ ვერცხლი, ბურთში, კლუბებსა და ლენტში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[5] შემდეგ იგი, თანაგუნდელ ალექსანდრა სალდატოვასა და დინა ავერინასთან ერთად, ლიუბლიანაში გამართულ MTM თასში ასპარეზობდა, სადაც მათ გუნდური ოქრო მოიგეს.
2013 წლის სეზონში, არინამ ამავე წლის რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა; აგრეთვე ასპარეზობდა ტაშკენტში ჩატარებულ „ბედნიერი ქარავანის თასში“, სადაც თანაგუნდელ დინა ავერინასთან ერთად გუნდური ოქრო მოიგო. 2013 წლის რუსეთის სპარტაკიადას მე-6 ზაფხულის სტუდენტურ თამაშებში ავერინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
არინა ავერინას დებიუტი საერთაშორისო (უფროს) ტურნირებზე შედგა 2014 წლის სეზონში, 2014 წლის მოსკოვის გრანდ პრიქსში, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა (პირველი ადგილი მისმა ტყიპისცალმა, დინამ დაიკავა).