არნოლფინი

არნოლფინი

51°26′57″ ჩ. გ. 2°35′49″ დ. გ. / 51.449194° ჩ. გ. 2.597194° დ. გ. / 51.449194; -2.597194
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა City of Bristol[1]
ოფიციალური საიტი http://www.arnolfini.org.uk
Map

არნოლფინი - საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი და გალერეა ბრისტოლში, ინგლისში. მოიცავს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ხელოვანთა პერფორმანსებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ღონისძიებებს, პოეზიისა და წიგნების კითხვის ღონისძიებებს და ლექციებს. არნოლფინში განთავსებულია ხელოვნების შესახებ წიგნების მაღაზია და კაფე-ბარი. გალერეა მასპინძლობს სხავდასხვა ფესტივალსაც.

არნოლფინი დაარსდა 1961 წელს ჯერემი რეესის მიერ და თავდაპირველად კლიფტონში მდებარეობდა. 1970-იან წლებში ის ჯერ დედოფლის მოედანზე გადაიტანეს, 1975 წელს კი დღევანდელ ადგილას, ბუშის სახლში. გალერეის სახელი წარმოდგება XV საუკუნის მხატვრის, იან ვან ეიკის ნახატის „არნოლფინების ოჯახის პორტრეტის“ სახელწოდებიდან. არნოლფინი განახლდა 1989 და 2005 წლებში. გალერეაში სხვა ხელოვანებთან ერთად გამოფენილია ბრიჯიტ რაილის, რეიჩელ უაითრიდის, რიჩარდ ლონგისა და ჯეკ იეიტსის ნამუშევრები. 2010 წლის აპრილში გალერეამ საპარლამენტო არჩევნების ლიდერებს შორის დებატებს უმასპინძლა.

არნოლფინს სახელი ეწოდა XV საუკუნის მხატვრის, იან ვან ეიკის ცნობილი ნახატის, „არნოლფინების ოჯახის პორტრეტის“ (1434) შესაბამისად, რომელზეც ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი და მისი მეუღლე არიან გამოსახული. „არნოლფინების ოჯახის პორტრეტი“ ერთ-ერთი პირველი ნახატია, რომელზეც ავტორის ვინაობაა გამოსახული (სარკეში ირეკლება). ნახატი ლონდონის ეროვნულ გალერეაში ინახება.[2][3]

ჯონ კებოტის ძეგლი მუზეუმის ეზოში
არნოლფინის ხედი ნავსადგურიდან
არნოლფინი

არნოლფინის შექმნა ჯერემი რეესმა 1961 წელს დაიწყო მისი ცოლის, ანაბელისა და მხატვარ ჯონ ოსბორნის მხარდაჭერით. თავდაპირველად გალერეა კლიფტონში იყო განთავსებული, წიგნის მაღაზიის ზემოთ. 1968 წელს რეესმა მასწავლებლობას თავი დაანება და კერძო და ხელოვნების საბჭოს დაფინანსებით გალერეა დედოფლის მოედანზე გადაიტანეს. 1975 წელს არნოლფინი დღევანდელ ადგილას, ბუშის სახლში გადავიდა, რომელიც ბრისტოლის ცენტრში, ნავსადგურის მოპირდაპირედ XIX საუკუნის შენობის ორ სართულზე იყო განთავსებული.[2][4]

ბუშის სახლის არქიტექტორი რიჩარდ შეკლტონ პოუპი იყო, რომელმაც 1831 წელს საწყობის სამხრეთ ნაწილი ააშენა, 1835-1836 წლებში კი ჩრდილოეთით გააფართოვა. თავდაპირველად შენობა ადგილობრივ D., E. & A. Acraman-ის კომპანიას ეკუთვნოდა. შენობა მეტწილად ქვიშაქვის ექსტერიერით გამოირჩება და თაღოვანი შესაასვლელები და თაღოვანი სარკმელები აქვს. შენობა ბრისტოლის ბიზანტიური არქიტექტურული სტილის ნიმუშია, რომელიც 1850-იან წლებში გახდა პოპულარული. შემდგომში შენობა ჩაის საწყობად გადაკეთდა.[5]

თავდაპირველად გალერეაში დასავლეთ ინგლისელი ხელოვანების ნამუშევრები იყო გამოფენილი, დირექტორ ბარი ბარკერის (1986-1991) ხელმძღვანელობისას,[6] თუმცა შემდეგში გალერეა მეტწილად თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე კონცენტრირდა. ბარკერი ხელმძღვანელობდა არქიტექტორ დევიდ ჩიპერფილდის მიერ საგამოფენო სივრცისა და კაფე-ბარის განახლების პროცესს. რესტავრაციის დაწყებამდე, არნოლფინს ყოველწლიურად 285 000 დამთვალიერებელი ჰყავდა.[2] 1991-1999 წლებში გალერეის დირექტორი ტესა ჯექსონი იყო,[7] 1999-2005 წლებში ― კაროლინ კოლერი,[8] ხოლო 2005-2013 წლებში ― ტომ ტრევორი.

2005 წლის სექტემბერში ორწლიანი პროექტის დასრულების შედეგად ძველი საწყობი განახლდა და სხვენი დაემატა.[9][10] ამჟამად არნოლფინი ქვედა სამ სართულსა და სარდაფს იკავებს, ზემო სართულები კი იჯარითაა გაცემული, რათა გალერეა ხარჯებით უზრუნველყოფილი იყოს.[11] ერთ-ერთი მოიჯარე შემოქმედებითი ხელოვნების სკოლაა, რომელიც დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია.[12] გალერეის განვითარებისთვის ფინანსები ეროვნულმა ლატარეამ და ბარკერ-ჰილის დირექტორთა საბჭომ, რომელსაც პიტერ ბარკერ-მილი ხელმძღვანელობს.[13][14]

2015 წელს ბუშის სახლი დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა იყიდა. გაყიდვიდან მიღებული ფინანსებით არნოლფინის ფონდი შეივსო.[15]

არნოლფინის დოკუმენტები, რომლებიც ხელოვანთა წიგნების კოლექციას მოიცავს, ბრისტოლის არქივშია (44371) დაცული.

არნოლფინის გალერეები სამ სართულზეა განთავსებული, რომელთა გარდა, ცენტრი ხელოვნების წიგნების მაღაზიას, კინოთეატრს, სამკითხველო ოთახსა და კაფე-ბარსაც მოიცავს. არნოლფინის ცნობილ გამოფენებს შორისაა ბრიჯიტ რაილის, რიჩარდ ლონგის, რეიჩელ უაითრიდის, ანგუს ფეირჰარსტის, ლუიზა ბურჟუასა და სხვათა ნამუშევრებს.[16] არნოლფინში პოეზიისა და ფილმების ფესტივალები, ქორეოგრაფიული პერფორმანსები, ლექციები და ჯაზისა და ექსპერიმენტული მუზიკის კონცერტები იმართება.[3]

გალერეაში რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. ონლაინ ექსპერიმენტული ვებსაიტი project.ARNOLFINI არნოლფინის საგამოფენო ნიმუშებს მოიცავს, რომელთა მიხედვითაც მომხმარებლებს რეორგანიზება და ახალი პროექტების შექმნა შეუძლიათ. არნოლფინი სხვადასხვა ორგანიზაციის ღონისძიებებსაც მასპინძლობს, მათ შორისაა: Encounters Short Film Festival,[17] მაისის ფესტივალი,[18] ბრიტანეთული დამოუკიდებელი კინოფესტივალი,[19] ცოცხალი ხელოვნების ფესტივალი და ბრისტოლის ხელოვანთა წიგნის ფესტივალი.[20] 2010 წლის აპრილში British Sky Broadcasting-მა არნოლფინი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების ლიდერთა მეორე დებატების მასპინძლად აირჩია.[3]

არნოლფინი ინგლისის ხელოვნების საბჭოსა[21] და ბრისტოლის საქალაქო საბჭოს[22] მიერ ფინანსდება. 2013-2014 წლებში არნოლფინი 500 000-მა დამთვალიერებელმა მოინახულა. შემოსავალმა 2.1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. გალერეაში 44 ადამიანი იყო დასაქმებული.[23]

2017 წელს გალერეის ახალ დირექტორად კლერ დოჰერტი დაინიშნა.[24]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 https://hedendaagsesieraden.nl/2021/07/25/arnolfini/
  2. 2.0 2.1 2.2 Hedley, Gill. (May 2007) Rees, Jeremy Martin. Oxford Dictionary of National Biography. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  3. 3.0 3.1 3.2 Sky News Debate at Arnolfini. Arnolfini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  4. Bush House. historicengland.org.uk. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  5. Bush House. Looking at Buildings. Pevsner Architectural Guides. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 19 May 2007
  6. Barry Barker: Biography. Centre for Research and Development. University of Brighton, Faculty of Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  7. Tessa Jackson. Iniva. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  8. Senior Tate Staff. Tate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  9. Lane, Thomas. (2005)The Arnolfini wedding. Building. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  10. Arnolfini Gallery. Arup. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2008. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  11. Gregory, Rob (August 2005). „New Order“. The Architectural Review. 218: 20–21. ISSN 0003-861X. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  12. UWE launches new space for start-up businesses. University of the West of England (23 February 2009). ციტირების თარიღი: 25 April 2010
  13. Marsh, Suzannah (28 September 2001). „Arnolfini's lottery win aids Euro culture bid“. Bristol Evening Post, archived at LexisNexis. Bristol News and Media. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  14. Rees, Jeremy (25 June 1994). „Obituary: Peter Barker-Mill“. The Independent, archived at LexisNexis. London: Newspaper Publishing. ციტირების თარიღი: 25 April 2010.
  15. Annual Report and Financial Statements - 31 March 2016. Arnolfini Gallery Limited (19 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  16. History. Arnolfini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  17. encounters short film festival. encounters-festival.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2009. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  18. Mayfest 2010 Brochure. issuu.com. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  19. British Avant Garde Film Poster Art 1966–85. studycollection.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  20. BABE: Bristol Artist's Book Event at Arnolfini. CFPR Book Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 25 April 2010
  21. Arnolfini. Arts Council England. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  22. Arts – information and advice: Key Arts Providers. Bristol City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  23. Charity overview: Arnolfini Gallery Limited. The Charity Commission. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 იანვარი 2011. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2021.
  24. Brown, Mark (1 January 2018). „Bristol's once troubled Arnolfini gallery starts to pull in the crowds“. Guardian. ციტირების თარიღი: 2 January 2018.