![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1989 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბანანცი | ||
ნომერი | 11 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
შენგავიტი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007 - 2009 | ბანანცი | 34 | (8) |
2010 - 2011 | მეტალურგი | 13 | (0) |
2011 - 2013 | ბანანცი | 52 | (11) |
2013 - 2014 | განძასარი კაპანი | 24 | (9) |
2014 | → ალ-მუჰარაკი | ||
2014 - 2016 | ვარდარი | 43 | (7) |
2016 - 2019 | ალაშკერტი | 68 | (10) |
2019 - | ურარტუ | 3 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2008 - 2010 | სომხეთის 21-წლამდელთა | 6 | (2) |
2009 - | სომხეთი | 7 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
არტაკ დაშიანი (სომხ. Արտակ Դաշյան; დ. 20 ნოემბერი, 1989, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნული პრემიერლიგის გუნდ ურარტუსა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
არტაკ დაშიანს დამთავრებული აქვს საფეხბურთო სკოლა შენგავიტი. 2006 წელს მან მოწვევა მიიღო ბანანცი ერევანიდან, ხოლო 2007 წელს იგი უკვე თამაშობდა სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში. დაშიანის პოტენციალმა გამოჩენა ადრეულ ასაკში დაიწყო. მისმა თამაშმა ჯერ კლუბის მთავარი მწვრთნელის, ხოლო შემდეგ მთელი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
2009 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში, 24-ე რაუნდში, ბანანცსა და გიუმრის შორის ჩატარებულ შეხვედრაში მან მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იგი დაისაჯა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 150,000$ ჯარიმა დააკისრა.[1]
მეტალურგ დონეცკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ (შეხვედრას ბანანცის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი[2] ხელმძღვანელობდა), მან გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.[3][4]
იგი კლუბის თამაშებში თანდათან იშვიათად იღებდა მონაწილეობას და საბოლოოდ შემცვლელ მოთამაშედ გადაიქცა. შემდეგ მეტალურგმა მისი განათხოვრება გადაწყვიტა. მოთამაშისადმი დაინტერესება განსაკუთრებით მისმა ყოფილმა კლუბმა, ბანანცმა გამოიჩინა. ორივე კლუბის შეთანხმების შედეგად, დაშიანი ბანანცში იჯარით გადავიდა. სეზონის შუა პერიოდში, გუნდის კაპიტნის, არტურ ვოსკანიანის გადაყენების შემდეგ, ახალი გუნდის კაპიტანი გახდა არსენ ბალაბეკიანი, ხოლო დაშიანი კი ვიცე-კაპიტანი. სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბმა გადაწყვიტა, რომ ბალაბეკიანისთვის კონტრაქტი არ გაერგრელებინა, ამიტომ მან გუნდი დატოვა. ამგვარად, დაშიანი გუნდის კაპიტნად იქცა. 2013 წელს იგი გადავიდა კლუბ განძასარი კაპანში.[5] 2016 წელს გადავიდა კლუბ ალაშკერტში
დაშიანი სომხეთის საფეხბურთო 21-წლამდელთა ახალგაზრდულ ნაკრებს 2008 წელს შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ, იგი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი გაიმართა 2009 წლის 11 თებერვალს, კვიპროსში ჩატარებულ ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. თამაში ანგარიშით 0:0 დასრულდა. ამის შემდეგ, მან ითამაშა ფიფას მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში: 2009 წლის 10 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო 2010 წლის 11 აგვისტოს ამხანაგურ შეხვედრაში ირანის ნაკრების წინააღმდეგ (1-3)
არტაკ დაშიანი დაქორწინდა 2011 წლის ნოემბერში.[6]