აქსელ გუდბრან ბლიტი | |
---|---|
ნორვ. Axel Gudbrand Blytt | |
დაბ. თარიღი | 19 მაისი, 1843[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | კრისტიანია |
გარდ. თარიღი | 18 ივლისი, 1898[2] [3] (55 წლის) |
გარდ. ადგილი | კრისტიანია |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, პროფესორი, გეოლოგი და მიკოლოგი |
მუშაობის ადგილი | ოსლოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოსლოს უნივერსიტეტი |
მეუღლე | ვალბორგ ვინგარდი[4] |
მამა | მათიას ნუმსენ ბლიტი |
დედა | Ambrosia Blytt |
ჯილდოები | H.K.H. Kronprinsens gullmedalje |
აქსელ გუდბრან ბლიტი (ნორვ. Axel Gudbrand Blytt; დ. 19 მაისი, 1843, კრისტიანა, ახლანდ. ოსლო — გ. 18 ივლისი, 1898, იქვე) — ნორვეგიელი ბოტანიკოსი, გეოლოგი, პალეონტოლოგი და მიკოლოგი. ბოტანიკოსის მათიას ნუმსენ ბლიტის შვილი.
ნორვეგიულ ჟურნალ „Blyttia“-ს სახელი ეწოდა ბლიტის პატივსაცემად. მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა A.Blytt.[5]
დაიბადა 1843 წლის 19 მაისს კრისტიანიაში (ახლანდ. ოსლო), მათიას ნუმსენ ბლიტისა და ამბროსია ჰენრიქსენის ოჯახში.
1860 წელს დაამთავრა სკოლა, შემდეგ მედიცინას ეუფლებოდა კრისტიანიას უნივერსიტეტში. 1862 წელს ბლიტი ბოტანიკით დაინტერესდა. 1865 წლიდან მუშაობდა კრისტიანიას უნივერსიტეტის ჰერბარიუმის კონსერვატორად. დროის უმეტესი ნაწილი მამის ნამუშევრების დასრულებას დაუთმო, რომელიც გამოსცა ორ ტომად 1874-1876 წლებში. 1877-1878 წლებში იმოგზაურა ევროპაში, ესწრებოდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 1880 წელს გახდა კრისტიანიას უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი.
1885 წლის 17 აპრილს ბლიტი დაქორწინდა ვალბორგ ვინგარდზე, კონსულ ჰანს ავგუსტ ვინგრადის ასულზე.
აქსელ გუდბრან ბლიტი გარდაიცვალა 1898 წლის 18 ივნისს კრისტიანიაში, 55 წლის ასაკში. მისი ნაშრომი „Haandbog i Norges flora“ დაასრულა და გამოსცა ნორვეგიელმა ბოტანიკოსმა უვე დალემ 1906 წელს.[6]