ბამპი ჯონსონი

ბამპი ჯონსონი

ბამპი ჯონსონი 1954 წლის 14 იანვარს
ნამდვილი სახელი ელსუორთ რეიმონდი
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი, 1905
დაბ. ადგილი სამხრეთი კაროლინა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 7 ივლისი, 1968 (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა განგსტერი, მკვლელი, კრიმინალური ბოსი, აზარტული თამაშები
ცნობილია, როგორც ჰარლემის კრიმინალური ბოსი

ელსუორთ რეიმონდი, ცნობილი როგორც ბამპი ჯონსონი (დ. 31 ოქტომბერი, 1905 – გ. 7 ივლისი, 1968) — ამერიკელი კრიმინალური ავტორიტეტი ქალაქ ნიუ-იორკში, ჰარლემში. მის კრიმინალურ კარიერაზე 2019 წელს გადაიღეს სერიალი სახელად „ჰარლემის ნათლია“, სადაც ბამპი ჯონსონის როლს ასრულებს მსახიობი ფორესტ უიტეკერი.[1]

მისი კრიმინალური საქმიანობა სამ ათწლეულს გაგრძელდა, 1930-იანი წლების დასაწყისიდან გარდაცვალებამდე, 1968 წლამდე. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი იყო, რომელიც მილიონერი გახდა. თავისი სიცოცხლის 62 წლიდან 30-ზე ოდნავ მეტი გისოსებს მიღმა გაატარა. ციხეში ყოფნის დროს გაიტაცა ლექსების წერამ, ისტორიისა და ფილოსოფიის შესწავლამ. მან მოახერხა კიდეც, რომ მისი რამდენიმე ლექსი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულიყო. გარდაიცვალა გულის შეტევით. დაკრძალულია ვუდლოუნის სასაფლაოზე.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]