ბარბარა კიაპინი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 2 ნოემბერი, 1974 |
დაბ. ადგილი | პიაჩენცა, იტალია |
სიმაღლე | 178 სმ |
წონა | 70 კგ |
თმის ფერი | შავი |
თვალები | ყავისფერი |
ეროვნება | იტალიელი |
ბარბარა კიაპინი (დ. 2 ნოემბერი, 1974, პიაჩენცა, იტალია) — იტალიელი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი.
დაიბადა პიაჩენცაში, კიაპინი სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას მშობლიური ქალაქის კონსერვატორიაში.[1][2] 1993 წელს მან მოიგო სილამაზის კონკურსი „იტალიელი მის მსოფლიოსათვის“ და მიიღო მონაწილეობა „მის მსოფლიო 1993“-ზე და მიიღო ტიტული „მის ფოტოგენური“.[2][3] ამავე წელს მან მიიღო მონაწილეობა შოუში „Buona Domenica“.[2] იგი იყო აქტიური fotoromanzi-ში და მონაწილეობა მიიღო სამ სექს კალენდარში 2002, 2003 და 2004 წლებში.[1][2][3] მან მიიღო მონაწილეობა საპნის ოპერაში „Un posto al sole“ და რეალითი შოუში „L'Isola dei Famosi“.[1][3] იგი აქტიურად მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში.[3]