ბაშქიოი (ხოფის რაიონი)

სოფელი
ბაშქიოი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ხოფა
კოორდინატები 41°27′00″ ჩ. გ. 41°27′00″ ა. გ. / 41.45000° ჩ. გ. 41.45000° ა. გ. / 41.45000; 41.45000
ადრეული სახელები მხიგი
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08600
ბაშქიოი (ხოფის რაიონი) — თურქეთი
ბაშქიოი (ხოფის რაიონი)

ბაშქიოი (თურქ. Başköy) — სოფელი ხოფის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.[1] სოფლის მოსახლეობა 2021 წლის მონაცემებით 175 ადამიანია.[2]

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა მხიგი.[3]

ბაშქიოის ძველი სახელწოდება ლაზურად ცნობილია როგორც მხიგი და ქართულად როგორც ფხიგი.[4] თუმცა, ეს დასახლება ოსმალეთის პერიოდში ჩაწერილია როგორც ბაშქიოი (باشكوی).[5][6] ტაო-კლარჯეთის რეგიონში ბაშქიოის სახელწოდება გვიან პერიოდში გაჩნდა და ეწოდა მაღალ ადგილებში მდებარე დასახლებებს.[7]

სოფელი მხიგი / ფხიგი მდებარეობის ლაზეთის რეგიონი, ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის 1461 წელს განადგურების შემდეგ, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[8] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში ეს დასახლება, „ხოფა ბაშქიოის“ სახელით ექვემდებარებოდა ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის ხოფის რაიონს. ამ დროს ხოფის რაიონის საზღვრებში სხვა ბაშქოიც არსებობდა, ამიტომ სახელი ამგვარად დაიწერა. „ხოფა ბაშქიოის“ მოსახლეობა შედგებოდა 50 კომლში მცხოვრები 100 ადამიანისგან. თუმცა, შესაძლებელია ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცებს მოიცავდა. სოფელში საგადასახადო აღრიცხვაში დაფიქსირებულია 3 თხა/ცხვარი, 300 ძროხა და 3 ხარი.[9]

მხიგი/ბაშქიოი, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში დამარცხებული ოსმალეთის სახელმწიფომ საომარი რეპარაციების ნაწილის სახით რუსეთს გადასცა. რუსული მმართველობის დროს, 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში კვლევითი ექსპედიციის დროს ქართველმა ენათმეცნიერმა იოსებ ყიფშიძემ, სოფელში, რომელსაც ის ბაშქიოის უწოდებს, აღწერა 34 კომლში მცხოვრები 174 ადამიანი და დაწერა, რომ ეს მოსახლეობა ლაზებისგან შედგებოდა.[10] ბაშქოი ან მხიგი, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს რუსული ჯარების რეგიონიდან გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში მოექცა. წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად თურქეთს გადაეცა.

მხიგი / ბაშქიოი, 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში ექვემდებარებოდა რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის ცენტრალურ თემს.[6] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს ბაშქიოი, არტვინისა და რიზეს პროვინციების გაერთიანების შედეგად შექმნილ ჩორუხის პროვინციაში იმავე ადმინისტრაციულ პოზიციას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა შეადგენდა 425 ადამიანს.[11] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს ბაშქიოიში ცხოვრობდა 320 ადამიანი და ამ მოსახლეობიდან 145 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[12]

  1. Köy, Turkey Civil Administration Departments Inventory. Retrieved 30 January 2023.
  2. Address-based population registration system (ADNKS) results dated 31 December 2021 tr (XLS). TÜİK. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  3. Nişanyan Yeradları.
  4. İuri Siharulidze, Çaneti / Lazeti (ჭანეთი / ლაზეთი) 2 cilt, I. Cilt, Batum, 1977, s. 57.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Ekim 2020.
  5. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 365, ISBN 9789157871117.
  6. 6.0 6.1 Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  7. Klarceti (კლარჯეთი), Mamia Pağava, Meri Tsintsadze, Maia Baramidze, Malhaz Çoharadze, Tina Şioşvili, Şota Mamuladze, Ramaz Halvaşi, Nugzar Mgeladze, Zaza Şaşikadze, Cemal Karalidze, Batum, 2016, s. 194 დაარქივებული 2020-10-09 საიტზე Wayback Machine. ISBN 978-9941-0-8969-5
  8. ,,კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  9. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 365, 367, ISBN 9789157871117.
  10. İoseb Kipşidze, "Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 154, 167.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024.
  11. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 45.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
  12. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 88.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020.