ჯონ ბენ (ბენი) ბენსონ, უმცროსი (მოკლედ ბენი ბენსონი) (ინგლ. Benny Benson; დ. 12 ოქტომბერი, 1913 — გ. 2 ივლისი, 1972) — ალეუტელი, რომელმაც 1927 წელს, 13 წლის ასაკში, გაიმარჯვა ალასკის ტერიტორიისთვის (1959 წლიდან შტატი) დროშის შესარჩევ კონკურსში. დაიბადა ალასკის ქალაქ ჩიგნიკში.
4 წლის ასაში დაკარგა დედა, რის შემდეგაც მამამისმა ის და მისი ძმა კარლი სკოლა-ინტერნატში გაგზავნა. პოპულარობა ალასკის დროშის შექმნით მოიპოვა, გაიმარჯვა კონკურსში, რომელიც ალასკელ მე-7-12 კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა 1926 წელს.