ბეტი პარსონსი | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 31 იანვარი, 1900[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდაიცვალა | 23 ივლისი, 1982[1] [2] [3] [7] [6] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი |
ბეტი პარსონსი (ინგლ. Betty Parsons, დ. 31 იანვარი, 1900, ნიუ-იორკი — გ. 23 ივლისი, 1982, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, გალერისტი, ხელოვნების დილერი და კოლექციონერი.
იგი ყველაზე მეტად ცნობილად XX საუკუნის შუა ხანებში ამერიკაში დაბადებული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდინარეობის პოპულარიზაციით გახადა. როგორც ნიუ-იორკში მრავალწლიანი კერძო გალერიის მფლობელი და მოღვაწე მხატვარი, მან მხარი დაუჭირა თანამედროვე და უმცროსი თაობის კოლეგებს, ორგანიზებას უწევდა გამოფენებს და პრესაში პუბლიკაციებს, რითიც თანდათანობით გუშინდელი დაუოკებელი მარგინალები ხელოვნების მოდის ღირსეულ წარმომადგენლებად ექცია.
ბეტი პირსონი დაიბადა 1900 წელს ძალიან მდიდარი ოჯახში და სამი და-ძმიდან შუათანა შვილი იყო. ბეტის პრივილეგირებულმა ბავშვობამ გაიარა ნიუ-იორკში, ნიუპორტში], პალმ-ბიჩში (ბოლო ორ ადგილას ოჯახს სახლები ჰქონდა ქალაქგარეთ) და პარიზში.
ათი წლის ასაკში ბეტი ჩაირიცხა მის ჩაპინის მიერ ნიუ-იორკში გახსნილ პრესტიჟულ გოგონათა სკოლაში (Chapin School) და აქ გაატარა 5 წელი, 1910 წლიდან 1915 წლამდე. თუმცა ახალგაზრდა ქალბატონი საშუალოდ სწავლობდა, მაგრამ აქ გაიცნო და დაიმეგობრა მრავალი მომავალი თანამებრძოლი და თანამოაზრე ადამიანი.
1913 წელს ბეტი ეწვია ნიუ-იორკში გამართულ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას Armory Show. ბავშვობაში მიღებულმა ახალმა შთაბეჭდილებებმა ამ გრანდიოზულ გამოფენაზე, მისი ბედი სამუდამოდ ხელოვნებას დაუკავშირა.
1920 წლის გაზაფხულზე ბეტი ცოლად გაჰყვა სკაილერ ლივინგსტონ პარსონსს, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი და ნიუ-იორკის ერთ-ერთი უძველესი ოჯახის წარმომადგენელი იყო. სამწლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი დაშორდა. იმ დროს ისინი პარიზში ცხოვრობდნენ, და ბეტიმ გადაწყვიტა ევროპაში დარჩენილიყო, რათა მიეღო სახელოვნებო განათლება. მან აკადემია გრან-შომიერიში ჩააბარა, აირჩია მოქანდაკება და დაიწყო გაკვეთილების მიღება ცოცხალი კლასიკოსის, ემილ-ანტუან ბურდელისგან, ასევე რუსული წარმოშობის ავანგარდისტ, ალექსანდრე არქიპენკოსა და ოსიპ ცადკინისგან.
ბეტი პარსონსი ნიუ-იორკის ერთ-ერთი წამყვანი ხელოვნების დილერი იყო. 1946 წლის სექტემბერში მან საკუთარი სახელობის გალერია გახსნა მანჰეტენზე, 57-ე ქუჩაზე მდებარე სახლის მეხუთე სართულზე (15 East 57th Street), ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში, ცენტრალური პარკის სამხრეთით. გამოფენის სივრცე ადრე ხელოვნების დილერ მორტიმერ ბრანდტს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ბეტი პარსონსი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, როდესაც მან გააფართოვა თავისი (ადრე ძალიან კონსერვატიული) ინტერესების სპექტრი და გახსნა თანამედროვე ფერწერის განყოფილება. ამ განყოფილების ხელმძღვანელად 1944 წელს მან ბეტი პარსონსი მიავლინა.
გალერიის გახსნაზე გამართული გამოფენა (შენობის ახალი მფლობელის სახელზე 1946 წელს გადაფორმების შემდეგ) მიეძღვნა აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს ინდიელების ფერწერას. მისი ორგანიზატორი იყო მხატვარი და თეორეტიკოსი ბარნეტ ნიუმენი, მოქანდაკე ტონი სმიტის მონაწილეობით.
1940-იან და 1950-იან წლებში თანამედროვე ხელოვნებით დაკავებული, ბეტი პარსონსი ბევრს მუშაობდა აბსტრაქტულ ექსპრესიონისტებთან.
თუმცა ბეტი პარსონსი საკმაოდ ღიად საუბრობდა ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობებზე 1920-იან და 1930-იან წლებში, მოგვიანებით იგი უფრო თავშეკავებული გახდა ამ თემასთან დაკავშირებით. ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, ამერიკული ხელოვნების ახალ ფორმებზე პროფესიონალურად მუშაობისას, პარსონსი 1940-იან და 1950-იან წლებში იყენებდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის საერთაშორისო გავრცელების ხელსაყრელ ფონს და ყველა ძალას დილერობას უთმობს.
ცხოვრების დასასრულს, 1981 წელს, ბეტი პარსონსის მრავალწლიანი და სხვების შთამაგონებელი ერთგულებისადმი ხელოვნების მიმართ, დააჯილდოვეს ნიუ-იორკის მერის წლიური პრემიით (Mayor’s Awards of Honor for Arts and Culture) ფორმულირებით: „ნიუ-იორკის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“. მან ჯილდო მიიღო თავისი კოლეგის, ხელოვნების დილერისგან ლეო კასტელისაგან, რომელმაც ჩამოთვალა ნახევარი ათეული გამოჩენილი და წარმატებული მხატვარი, რომლებიც ჩრდილიდან გამოიყვანა ბეტი პარსონსის რწმენამ მათი ნიჭის მიმართ.