ბეხუკალი

მუნიციპალიტეტი
ბეხუკალი
Bejucal
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია მაიაბეკე
კოორდინატები 22°55′58″ ჩ. გ. 82°23′13″ დ. გ. / 22.93278° ჩ. გ. 82.38694° დ. გ. / 22.93278; -82.38694
დაარსდა 1874 წ
ფართობი 120 კმ²
ცენტრის სიმაღლე 105
მოსახლეობა 25 425 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 211,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-7
ბეხუკალი — კუბა
ბეხუკალი

ბეხუკალი (ესპ. Bejucal) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში.

დაარსდა 1874 წელს. ცნობილია 1831 წელს აშენებული რკინიგზის ტერმინალით, რომელიც პირველი იყო კუბასა და მთელს ლათინურ ამერიკაში. ასევე მასპინძლობს კუბის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრადიციულ კარნავალს „ჩარანგას დე ბეხუკალი“ (Charangas de Bejucal).

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 25 425 ადამიანს შეადგენდა.[1] 120 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 211,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]

გამოჩენილი მაცხოვრებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეხუკალის ამჟამინდელ თუ წარსულში მაცხოვრებელ გამოჩენილ ადამიანთა შორის არიან:

  • ენდი გარსია — მსახიობი, დაიბადა და 5 წლის ასაკამდე ცხოვრობდა ბეხუკალში.
  • ალბიო სირესი — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთი რაიონიდან.
  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.