მშობ. სახელი: ინგლ. Bickerton Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 119,3 კმ² |
სიგრძე | 21,5 კმ |
სიგანე | 20,9 კმ |
სანაპიროს სიგრძე | 955,7 კმ |
უმაღლესი წერტილი | 78 მ |
ტერიტორია |
![]() |
უდიდესი ქალაქი | მილიაკბურა (მოს. 140) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 176 (2011) |
სიმჭიდროვე | 1,475 ად. /კმ² |
ეთნიკური ჯგუფები | ენინტილიაკვა |
ბიკერტონი (ინგლ. Bickerton Island) — კუნძული კარპენტარიის ყურის დასავლეთ ნაწილში (ჩრდილოეთი ტერიტორია, ავსტრალია).
ბიკერტონი წარმოადგენს მცირე კუნძულს, კარპენტარიის ყურის დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით ნახევარკუნძულ არნემ-ლენდისა და კუნძულ გრუტ-აილენდის შუაში. მანძილი ავსტრალიის კონტინენტურ ნაწილთან შეადგენს 8 კმ-ს, ხოლო გრუტ-აილენდამდე 13 კმ-ს.[1] კუნძულის ფართობია — 119,3 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 955,7 კმ. უმაღლესი წერტილი აღწევს 78 მეტრს.[2]
კუნძული აღმოჩენილი იქნა 1803 წლის 4 იანვარს ბრიტანელი მეზღვაურის მეთიუ ფლინდერსის მიერ, რომელმაც მას სახელად დაარქვა ბიკერტონი ბრიტანელი ადმირალის რიჩარდ ბიკერტონის პატივსაცემად (ინგლ. Sir Richard Bickerton, 2nd Baronet).[3]
ბიკერტონის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 176 ადამიანს.[4] კუნძულზე არსებობს სამი დასახლება, ყველაზე დიდია მილიაკბურა (ინგლ. Milyakburra), რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[5] ბიკერტონი ძირითადად დასახლებულია ავსტრალიელი აბორიგენებით, რომლებიც ლაპარაკობენ ენინტილიაკვას ენაზე.