ბუალო-ნერსეჟაკი | |
---|---|
ფრანგ. Boileau-Narcejac | |
საქმიანობა | პროზაიკოსი |
ჟანრი | დეტექტივი |
ბუალო-ნერსეჟაკი (ფრანგ. Boileau-Narcejac), პიერ ბუალო (ფრანგ. Pierre Boileau; დ. 28 აპრილი, 1906 — გ. 16 იანვარი, 1989), ტომა ნერსეჟაკი (ფრანგ. Thomas Narcejac; დ. 3 ივლისი, 1908 — გ. 9 ივნისი, 1998) — ორი ფრანგი მწერლის ტანდემი. პიერ ლუი ბუალო მეწყვილე ნერსეჟაკზე ადრე გახდა ცნობილი მწერალი. პიერ ერომ, კი, რომლის ფსევდონიმიც იყო ტომა ნერსეჟაკი, წერა 1938 წელს დაიწყო. 1947 წელს ნერსეჟაკმა გამოსცა წიგნი „დეტექტიური ჟანრის ესთეტიკა“, რომელშიც ძირითადად შევიდა პიერ ბუალოს შემოქმედების კრიტიკა. ბუალომ წაიკითხა ეს წიგნი და მათ შორის მიმოწერა გაჩაღდა. 1948 წელს მწერლებმა უშუალოდ გაიცნეს ერთმანეთი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ერთად დაიწყეს დეტექტიური ნაწარმოებების წერა. მათმა ტანდემმა თითქმის 40 წელი იარსება, ამ ხნის განმავლობაში მწერლებმა 50-ზე მეტი რომანი და მოთხრობა შექმნეს.
ბუალო 1989 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ ნერსეჟაკმა კიდევ რამდენიმე წიგნი დაწერა, თავად კი 1998 წელს გარდაიცვალა.
ბუალო-ნერსეჟაკის ნაწარმოებების მიხედვითაა გადაღებული კლუზოს „ეშმაკები“ (1955) და ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ (1958).