გინტარას რინკიავიჩიუსი (ლიეტ. Gintaras Rinkevičius; დ. 1960) — ლიტველი დირიჟორი.
დაამთავრა მ. ჩიურლიონისის სახელობის ეროვნული სკოლა, შემდეგ ლენინგრადის კონსერვატორია (1983) და მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა (1986). არის დირიჟორთა მოსკოვის მეხუთე საკავშირო კონკურსის (1983) და გერბერტ ფონ კარაიანის ფონდის ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (1985). 1986 წელს მიიღო სპეციალური პრიზი ბუდაპეშტის იანოშ ფერენჩიკის სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე.
1988 წელს გახდა ლიტვის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი. პარალელურად 1996–2003 წლებში ხელმძღვანელობდა ლატვიის ეროვნულ ოპერას, 1997 წელს გახდა ლატვიის წლის დირიჟორი. 2002–2005 წწ. ხელმძღვანელობდა შვედეთის ქალაქ მალმეს ოპერის თეატრის ორკესტრს, ხოლო 2007 წელს გახდა ნოვოსიბირსკის აკადემიური სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი.