გიორგი გოგშელიძე

გიორგი გოგშელიძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 ნოემბერი, 1979(1979-11-07)[1] (45 წლის)
დაბ. ადგილი გორი
სიმაღლე 183
ქვეყანა საქართველო
მედლები
თავისუფალი ჭიდაობა
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი პეკინი 2008 -96 კგ.
ბრინჯაო ლონდონი 2012 -96 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი გუანჯოუ 2006 -96 კგ.
ბრინჯაო ჰერნინგი 2009 -96 კგ.
ბრინჯაო მოსკოვი 2010 -96 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო მოსკოვი 2006 -96 კგ.
ბრინჯაო სოფია 2007 -96 კგ.
ოქრო ტამპერე 2008 -96 კგ.
ვერცხლი ბაქო 2010 -96 კგ.

გიორგი ომარის ძე გოგშელიძე (დ. 7 ნოემბერი, 1979, გორი) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის ( 2016 წელს ტეიმურაზ ტიგიევის პეკინის ოლიმპიადის დოპინგ-ტესტი გადაისინჯა, ყაზახ ათლეტს აკრძალული პრეპარატის მიღება დაუმტკიცდა და ვერცხლის მედალი ჩამოერთვა. შესაბამისად, მასთან დამარცხებული გიორგი გოგშელიძე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა) და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.[2] 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე ვერცხლისა (2006) და ბრინჯაოს (2009, 2010) მფლობელი. ევროპის ჩემპიონი 2001 და 2008 წლებში, ბრინჯაოს პრიზიორი (2006, 2007).

გიორგი გოგშელიძის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:

  • 1/8: ალექსეი კრუპნიაკოვი (ყირგიზეთი) - 2:0
  • 1/4: საეიდ ებრაჰიმი (ირანი) - 4:1
  • 1/2: ტეიმურაზ ტიგიევი (ყაზახეთი) - 2:3*
  • III: მიჩელ ბატისტა (კუბა) - 5:0

გიორგი გოგშელიძის შედეგები 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე:

  • 1/8: სალეჰ ემარა (ეგვიპტე) - სუფთა გამარჯვება
  • 1/4: ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა) - 2:0
  • 1/2: ჯეიკ უორნერი (აშშ) - 2:2 (წაგება დამატებით პერიოდში)
  • III: ყურბან ყურბანოვი (უზბეკეთი) - 6:1

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]