![]() თბილისის „დინამოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი მერებაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 15 აგვისტო, 1986 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 180 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პოდბესკიძიე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2003–2005 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2010 | დინამო თბილისი | 108 | (36) |
2010–2012 | ვოივოდინა | 53 | (11) |
2012–2014 | დინამო თბილისი | 96 | (25) |
2014–2015 | ოფი | 17 | (4) |
2015 | ვერია | 9 | (1) |
2016 | ლევადიაკოსი | 12 | (0) |
2016–2021 | ვისლა პლოცკი | 131 | (21) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006–2008 | საქართველო 21წლ. | 8 | (1) |
2008–2019 | საქართველო | 32 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 |
გიორგი მერებაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, პოლონური „პოდბეძისკიეს“ ნახევარმცველი. ასევე გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში.
2009 წლის იანვარში მას გადაეცა გაზეთ „მსოფლიო სპორტის თასი“.
2003 წელს გიორგი მერებაშვილი სინჯების შედეგად თბილისის „დინამოს“ მე-3 გუნდში აიყვანეს, სადაც ერთი სეზონი გაატარა და თავის გამოჩენის შემდეგ მე-2 გუნდში გადაიყვანეს. აქ გამოჩენილი ნიჭის გამო „დინამოს“ მთავარ გუნდში გადაიყვანეს. 2005-06 წლის სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა დინამოს შემადგენლობაში. შემდეგში უფრო მოუმატა გიორგიმ თამაშს და მწვრთნელები, კახაბერ კაჭარავა და დუშან უჰრინი ხშირად ენდობოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს. შემდეგ სეზონში, სადაც „დინამომ“ საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა, გიორგი მერებაშვილმა 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამავე დროს დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007-08 წლის სეზონი გიორგისათვის კიდევ უფრო წარმატებული იყო, „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ პერიოდის მანძილზე მერებაშვილი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. გამორჩეული ფიგურა იყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერულ „რუნავიკთან“ მატჩში .შემდეგ ეტაპზე დინამო ბერძნული ფეხბურთის გრანდ „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. 2008-09 წლების სეზონში გიორგი მერებაშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. 2009 წლის ზაფხულში მას პირად ისტორიაში საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა ევროტურნირებზე, ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ პირველ შეხვედარში მან ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ამავე მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვა საპასუხო შეხვედრა. გუნდის ლიდერის არყოფნამ ცუდი გავლენა იქონია განმეორებითი მატჩის შედეგზე, მისი გუნდი 5:2 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. იმავე წლის შემოდგომაზე გიორგიმ დინამოს მაისური 16-ჯერ მოირგო, მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც საქართველოში შეიძლებოდა და 2010 წლის თებერვალში სერბეთის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბ ნოვი სადის „ვოივოდინაში“ გადავიდა, სადაც 2012 წლამდე ითამაშა და 2-ჯერ შეძლო გუნდთან ერთად სერბეთის თასის ფინალში გასვლა.
2012 წლიდან დაბრუნდა მშობლიურ კლუბში[1] და დაიბრუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 2013-14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „დინამომ“ მისი გაყიდვა სცადა, თუმცა გიორგი კლუბში დარჩა. ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების სეზონში „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გიორგი მერებაშვილიც. 2014 წლის სექტემბერში შეუერთდა ირაკლიონის „ოფის“, სადაც უკვე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.[2]
გიორგი მერებაშვილის სანაკრებო კარიერა დაიწყო საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში, სადაც 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. იგი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და მალე ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს. ქვეყნის უპირველეს გუნდში მისი დებიუტი 2008 წლის 31 მაისს შედგა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (0-2).[3]
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ევროთასები | სხვა ტურნირები | ჯამში | |||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | თამ | გოლ | ||
დინამო თბილისი | 2005-06 | 20 | 0 | 8 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 28 | 0 |
2006-07 | 23 | 5 | 3 | 0 | 4 | 1 | 0 | 0 | 29 | 6 | |
2007-08 | 21 | 11 | 8 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 32 | 11 | |
2008-09 | 28 | 13 | 9 | 0 | 3 | 1 | 0 | 0 | 40 | 14 | |
2009–10 | 16 | 7 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 18 | 7 | |
ჯამში | 108 | 36 | 30 | 0 | 10 | 2 | 0 | 0 | 147 | 38 | |
ვოივოდინა | 2009-10 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
კარიერის ჯამური შედეგები | 122 | 2 | 17 | 0 | 16 | 1 | 20 | 0 | 0 | 0 |
|
|