გრეის ელიზაბეთი

გრეის ელიზაბეთი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1997
ლეიკ სითი, ფლორიდა
პროფესია მოდელი
აქტიური 2012-დღემდე
შვილ(ებ)ი 1

გრეის ელიზაბეთი (დ. 18 მარტი, 1997) — ამერიკელი მოდელი რომელმაც პირველად მოიპოვა აღიარება ტანსაცმლის კომპანია Guess-თან მუშაობისთვის. [1] მან დაიწყო სიარული Victoria's Secret-ის ჩვენებაზე 2016 წელს და გახდა მათი PINK ბრენდის სპიკერი.[2] 2019 წელს ის გახდა Victoria's Secret-ის ანგელოზი.[3] მთელი თავისი კარიერის განმავლობაში გრეისმა გაიარა 250 შოუში და 22-ჯერ იყო ჟურნალ ვოგის გარეკანზე.

2015 წელს მან დაიწყო სამოდელო კარიერა Guess-ისა და Polo Ralph Lauren-ის ბეჭდვითი კამპანიებით. 2016 წლის თებერვალში მან დებიუტი შეასრულა ნიუ-იორკში დაიან ფონ ფიურსტენბერგისთვის; იმავე სეზონში, იგი დადიოდა ექსკლუზიურად პარიზში Miu Miu-სთვის. 2016 წლის ივნისში მან დაიწყო რეგულარულად გამოჩენა ამერიკული ვოგის რედაქციებში. 2016 წლის ნოემბერში მისი დებიუტი შედგა Victoria's Secret Fashion Show-ში და გამოცხადდა PINK-ის სპიკერად. 2019 წლის აპრილში იგი გახდა Victoria's Secret-ის ანგელოზი.

2019 წლის სექტემბერში იგი დაინიშნა ნიკოლას კრაუსზე .[4] 2020 წლის 19 მარტს კი დაქორწინდნენ და ჰყავთ ერთი შვილი.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]