პირადი ინფორმაცია | ||
---|---|---|
დაბ. სახელი | გურამ ზაქარიას ძე გოგოლაური | |
ეროვნება | ქართველი | |
დაბ. თარიღი | 15 აპრილი, 1944 | |
დაბ. ადგილი | მანავი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ | |
სიმაღლე | 172 სმ | |
წონა | 80 კგ | |
სპორტი | ||
ქვეყანა |
![]() | |
სპორტი | ძიუდო | |
ჯილდოები |
|
გურამ გოგოლაური (დ. 15 აპრილი, 1944, მანავი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი; საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974).
1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არმიის სპორტული კლუბი (თბილისი). 1970–1977 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი. ევროპის სამგზის (1972, 1973, 1974) ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში, ორგზის ვერცხლისა (1971, 1972) და ბრინჯაოს (1973) მედალოსანი, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971). თბილისის ნაკრებ გუნდთან ერთად 1976 წელს გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.
1973 წლის თებერვალში თბილისში გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, სადაც გურამ გოგოლაურმა მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წლის თებერვალშივე დარმშტატში გამართულ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გურამ გოგოლაურმა პირველი ადგილი მოიპოვა. მადრიდში, იმავე წლის მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურამ გოგოლაური გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტულის, ხოლო პირად პირველობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ასევე, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა კიევში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატზე.[1]
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1973 | -80 კგ | ![]() |
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1972 | -80 კგ | ![]() |
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1971 | -80 კგ | ![]() |
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1973 | -80 კგ | ![]() |
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1972 | -80 კგ | ![]() |
ძიუდო | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1971 | -80 კგ | ![]() |
ევროპის ჩემპიონი
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის თასი