![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გურამ იასონის ძე ცხოვრებოვი | ||
დაბადების თარიღი | 14 ივლისი, 1938 | ||
დაბადების ადგილი |
სტალინირი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 1998 | ||
გარდაცვალების ადგილი | ცხინვალი, საქართველო | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1957–1958 | დინამო თბ. | 0 | (0) |
1961–1963 | ტორპედო ქ. | 57 | (2) |
1964–1970 | დინამო თბ. | 151 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
1967 | სსრ კავშირი | 7 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1973–1974 | სპარტაკი ცხინვალი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
გურამ ცხოვრებოვი (დ. 14 ივლისი, 1938, ცხინვალი, საქართველოს სსრ — გ. 1998, ცხინვალი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოს“ (1957, 1964–1970), ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩაატარა 7 მატჩი, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში — 208 (6 გოლი). საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), მესამე პრიზიორი (1967) და თასის გათამაშების ფინალისტი (1970). იყო ცხინვალის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი (1973–1974). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1960).[1]
1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე.[2][3][4][5]
1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის გურამ ცხოვრებოვი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.[6]
გარდაიცვალა 1998 წელს. დაკრძალულია სოფელ ტბეთში.
ცხოვრებოვის დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1967 წლის 28 ივლისს, 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. ასევე იასპარეზა 1968 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, სადაც სსრ კავშირის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
ქართული სპორტი · საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი · dinamo-tbilisi.ru · EU-Football.info · National Football Teams.com · FootballFacts.ru · rusteam.permian.ru · worldfootball.net |
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი |
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ |