დავით კირკიტაძე

დავით კირკიტაძე
დაბადების თარიღი 2 აგვისტო, 1978 (1978-08-02) (46 წლის)
დაბადების ადგილი ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს სპორტისა და ფიზაღზრდის აკადემია და თბილისის იურიდიული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დავით კირკიტაძე (დ. 2 აგვისტო, 1978, ჭიათურა) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი.

2000 წელს დაამთავრა საქართველოს სპორტისა და ფიზაღზრდის აკადემია და თბილისის იურიდიული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. 2001 წელს იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. 2003–2004 წლებში თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2004–2008 წლებში იყო საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2006 წელს მისი ბიოგრაფია შევიდა ცნობარში „საქართველოს პარლამენტი“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №12 საარჩევნო ოლქის (რუსთავი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[1] მან ხმების 32,61% (24418) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[2] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[3] 2021 წელს იყო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. პირველ ტურში მიიღო ხმათა 43,54% (21 706 ხმა). მეორე ტურში ხმათა 46,28%-ით (23 523 ხმა) მეორე ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]