![]() | |
მდებარეობა |
მარდაკიანი, ![]() |
---|---|
გაიხსნა | 6 ივნისი, 2011 |
ტევადობა | 6 500 |
გუნდები | |
აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რევანი (კლუბი) |
დალღა არენა (აზერ. Dalğa Arena) — საფეხბურთო სტადიონი აზერბაიჯანში, რომელიც მდებარეობს სოფელ მარდაკიანში. სტადიონი ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო შეჯიბრებებისთვის და წარმოადგენს აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთ საშინაო არენას.
„დალგა არენა“-მ უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მატჩებს, მათ შორის: FIFA U-17 ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს (2012 წელს)[1], სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს (2013 წელს).
სტადიონის მშენებლობა 2010 წლის 24 აპრილს დაიწყო და 2011 წლის ივნისში დასრულდა. გახსნა ოფიციალურად გაიმართა 2011 წლის 6 ივნისს. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის (AFFA) პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ფიფას პრეზიდენტი იოზეპ ბლატერი[2][3].