დანუშე ნერუდოვა | |
---|---|
ჩეხ. Danuše Nerudová | |
დაბადების თარიღი | 4 იანვარი, 1979[1] [2] (46 წლის) |
დაბადების ადგილი | ბრნო[1] |
მოქალაქეობა | ჩეხეთი[3] |
განათლება | მენდელის უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | რობერტ ნერუდა |
შვილ(ებ)ი | Q122795228? და Q122796082? |
danusenerudova.cz | |
დანუშე ნერუდოვა (ჩეხ. Danuše Nerudová; დ. 4 იანვარი, 1979, ბრნო) — ჩეხი ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი, ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის რექტორი 2018-2022 წლებში.[4] პრეზიდენტობის კანდიდატი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[5] მას მხარს უჭერს რამდენიმე პარტია (სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, KDU-ČSL და TOP 09).[6]
დანუშე ნერუდოვა დაიბადა 1979 წლის 4 იანვარს, ბრნოში. მან დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო საბავშვო ბაღში ბრნოს სვორნოსტის მოედანზე და ბრნოს გიმნაზიაში.
2007 წლის სექტემბრიდან იყო მენდელის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. იგი ასევე იყო ფაკულტეტის პროდეკანი 2009 წლიდან 2014 წლამდე და ასევე უნივერსიტეტის პრორექტორი 2014-2015 წლებში და გახდა ამ ორივე თანამდებობის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი უნივერსიტეტის ისტორიაში.[7] მისი კვლევა ფოკუსირებულია საგადასახადო პოლიტიკასა და ევროკავშირში გადასახადების ჰარმონიზაციაზე,[8] ასევე ეკონომიკურ უთანასწორობაზე მამაკაცებსა და ქალებს შორის და საპენსიო სისტემების გრძელვადიანი მდგრად დაფინანსებაზე.
2022 წლის 31 მაისს ნერუდოვამ განაცხადა, რომ აპირებს ჩეხეთის რესპუბლიკის 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.[9]