დარვინიუსი (მეტსახელი იდა) არის Darwinius masillae-ს ჯიშის ნამარხი ნაშთი, რომელიც 47 მილიონი წლის მდედრობითი სქესის პრიმატად მიიჩნევა. იგი, ასევე ითვლება დაკარგულ რგოლად პრიმატებსა და ადაპოიდეას შორის.[1] იდა მიჩნეულია მშრალცხვირა ჰაპლორინ პრიმატად.[2] ნაშთი აღმოჩენილია მესელ პიტში, გერმანია, 1983 წელს უცნობი მოყვარული პალეონტოლოგის მიერ. აღმოჩენა, რომელსაც ადამიანები ეძებდნენ 200 წლის მანძილზე, იყო წარდგენილი ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე 2009 წლის 19 მაისს. ჩონჩხი 95%-ით მთლიანი, რის გამოც იდა ითვლება ოდესმე ნაპოვნ ყველაზე სრულ პრიმატად. იდა, ასევე მიიჩნევა მსოფლიოს მერვე საოცრებად, თუმცა მეცნიერთა გარკვეული წრეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი მანამ, სანამ მეტი ინფორმაცია გამოქვეყნდება.[3]იდა ცხოვრობდა ეოცენური ეპოქის ლუტეტიანურ პერიოდში. მეცნიერთა ვარაუდით, იდა ამტკიცებს ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიას.[4]