ჰიმნის ნოტები | |
ქვეყანა | საქართველო |
---|---|
ტექსტის ავტორი | კოტე ფოცხვერაშვილი |
მუსიკის ავტორი | კოტე ფოცხვერაშვილი |
შემოღებულ იქნა | 1918 წელს |
აქტიური იყო | 1918–1921 და 1991–2004 წწ. |
დიდება — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი 1918-1921 წლებში და საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი 1991-2004 წლებში. ის ამავადროულად პირველი ქართული ეროვნული ჰიმნია. ტექსტი და მუსიკა ეკუთვნის კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილს.
დამოუკიდებელ საქართველოში სახელმწიფოს ჰიმნის მიღების საკითხი წამოიჭრა. შეიქმნა კომისია და გამოცხადდა კონკურსი. მასში, სხვა მუსიკოსებთან ერთად, კოტე ფოცხვერაშვილიც მონაწილეობდა. საკონკურსო კომისიამ განიხილა წარდგენილი ნაწარმოებები და საუკეთესოდ კოტე ფოცხვერაშვილის ჰიმნი — „დიდება“ აღიარა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კომპოზიტორს ჰიმნის რამდენიმე ვარტიანტი ჰქონდა წარდგენილი. ჰკითხეს ჰიმნის ავტორს: „რა არის ბატონო კოტე, ამდენი ჰიმნის წარმოდგენა, ნუთუ ერთი არ იყო საკმარისი?!“ რაზეც მუსიკოსმა უპასუხა: „რა ვქნა, ბატონებო, ჰიმნებით ვარ გაჟღენთილი“.
1921 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. კ. ფოცხვერაშვილის მიერ შექმნილი ჰიმნი არათუ უარყვეს, არამედ საერთოდ აიკრძალა მისი შესრულება.
2004 წლის აპრილში, „დიდება“ შეიცვალა ახალი სახელმწიფო ჰიმნით — „თავისუფლება“.
ქართული | ტრანსლიტერაცია |
---|---|
|
|
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები | |
---|---|
დიდება (1918–1922) | |
საქართველოს სსრ-ის ჰიმნი (1944–1991) | |
დიდება (1990–2004) | |
თავისუფლება (2004– დღემდე)
|