დილავერ-ფაშა | |
---|---|
Dilaver Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 სექტემბერი, 1621 |
მმართ. დასასრული: | 19 მაისი, 1622 |
წინამორბედი: | ოჰრილი ჰუსეინ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქარა დავუდ-ფაშა |
სულთანი: | ოსმან II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | სერბეთი |
გარდ. თარიღი: | 19 მაისი, 1622 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
დილავერ-ფაშა (თურქ. Dilaver Paşa; გ. 19 მაისი, 1622) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1621–1622 წლებში.[1] დილავერ-ფაშა წარმოშობით იყო სერბი. 1621 წელს, სულთან ოსმან II-მ დილავერი ოჰრილი ჰუსეინ-ფაშას ნაცვლად დანიშნა დიდ ვეზირად. იქამდე დილავერი განაგებდა დიარბაქირს და საბჭოს სხდომაშიც კი არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 1622 წლის მაისში, დაიწყო იანიჩარების აჯანყება. ისინი მოითხოვდნენ დიდი ვეზირის, ჰარამხანის მთავარი საჭურისის სულეიმან აღასა და სულთნის აღმზრდელის, ლალა ომერ ეფენდის გადმოცემას. სულთან ოსმანმა მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა და დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა იანიჩრებს გადასცა. 19 მაისს, იანიჩრებმა დილავერ-ფაშა და სულეიმან-აღა მოკლეს. დაკრძალულია უსქუდარში.
2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ სერიალში — დიდებული საუკუნე: ქიოსემში, დილავერ-ფაშას როლს ასრულებს თურქი მსახიობი ოღუზ ოქული.