პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 22 იანვარი, 1988 | ||
დაბადების ადგილი | სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა | ||
სიმაღლე | 191 სმ [1] | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2006–2007 | სარაევო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2012 | სარაევო | 29 | (0) |
2012–2014 | ოლიმპიკი | 51 | (0) |
2014–2015 | ვიძევი ლოძი | 14 | (0) |
2015–2016 | ოლიმპიკი | 19 | (0) |
2016–2020 | ჩიხურა საჩხერე | 121 | (0) |
2020 | ოლიმპიკი | 0 | (0) |
2021 | ტორპედო ქუთაისი | 18 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2007-2008 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 21 წლ. | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დინო ჰამზიჩი (ბოსნ. Dino Hamzić; დ. 22 იანვარი, 1988, სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა) — ბოსნიელი ფეხბურთელი, თამაშობს მეკარის პოზიციაზე საფეხბურთო კლუბ „ჩიხურაში“.
დინო ჰამზიჩი „ჩიხურას“ 2016 წლის მარტში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ ჰამზიჩი საქართველოს ჩემპიონატის მეკარეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი ტრანსფერი ძალიან წაადგება გუნდს. თვითონ ფეხბურთელმა ჯურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალში ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ამბიცია აქვს. [2] პირველი მატჩი ჰამზიჩმა „ჩიხურას“ შემადგენლობაში ითამაშა 12 მარტს გორის „დილასთან“, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
2016 წელს „ჩიხურამ“ საქართველოს უმაღლესი ლიგის „თეთრ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და საჩემპიონო პლეი-ოფფის ორმატჩიან ფინალში „წითელი“ ჯგუფის გამარჯვებულს, „სამტრედიას“ დაუპირისპირდა. პირველი თამაში სამტრედიაში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:0, ხოლო მეორე შეხვედრაში თბილისში დაფიქსირდა ფრე 2:2 და „სამტრედია“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. შემდგომში ჰამზიჩმა განაცხადა, რომ საჩემპიონო პლეი-ოფფში მარცხი მის ქართულ კარიერაში ყველაზე დასანანი და ცუდი მომენტი იყო. [3]
2017 წლის 2 დეკემბერს „ჩიხურამ“ საქართველოს თასის ფინალში „ტორპედო“ დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჰამზიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. [4]
|