დონალდ რეიფილდი | |
---|---|
ინგლ. Donald Rayfield | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1942 (83 წლის) |
დაბადების ადგილი | ოქსფორდი |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და ფილოლოგი[1] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
დონალდ რეიფილდი (ინგლ. Donald Rayfield; დ. 12 თებერვალი, 1942) — თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტარატურათმცოდნე, დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი. იგი არის წიგნების ავტორი რუსული და ქართული ლიტერატურის შესახებ. მისი გამორჩეული ნაშრომია წიგნი იოსებ სტალინსა და მის საიდუმლო პოლიციაზე. რეიფილდი ასევე რუსი მწერლებისა და ინტელიგენციის შესახებ წიგნების სერიების რედაქტორია.
2025 წლის აპრილში დონალდ რეიფილდმა უარი განაცხადა საქართველოს მწერალთა სახლისგან ჯილდოს მიღებაზე. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ ის ვერ მიიღებს ვერანაირ საჩუქარს, რაც „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება.[3]