ედი ჩარლტონი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
მეტსახელი: | მტკიცე ედი (Steady Eddie), Mr.Snooker | |
დაბ. თარიღი: | 31 ოქტომბერი, 1929 | |
დაბ. ადგილი: | ახალი სამხრეთ უელსი; ავსტრალია | |
გარდ. თარიღი: | 7 ნოემბერი, 2004 (75 წლის) | |
გარდ. ადგილი: | პალმერსტონ-ნორთი; ახალი ზელანდია | |
მოქალაქეობა: | ავსტრალია | |
პროფესიონალური კარიერა: | 1963—1995 | |
უმაღლესი რეიტინგი: | № 3 (5 სეზონი) | |
უმაღლესი ბრეიკი: | 124 (Irish Masters 1984) | |
სენჩერის რაოდენობა: | 21 | |
გამარჯვებები ტურნირებზე | ||
სულ გამარჯვება: | 18 | |
მსოფლიო ჩემპიონატი: | ფინალი (1968, 1973, 1975) | |
სხვა ტურნირები: | 18 |
ედუარდ ფრენსის (ედი) ჩარლტონი (ინგლ. Edward Fransis (Eddie) Charlton; დ. 31 ოქტომბერი, 1929, ახალი სამხრეთ უელსი; ავსტრალია — გ. 7 ნოემბერი, 2004,პალმერსტონ-ნორთი; ახალი ზელანდია) — ავსტრალიელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე. დაიბადა ქალაქ მარიუეზერში, გარდაიცვალა ჩრდილოეთ პალმერსტონში. ერთ-ერთი საუკეთესო მობილიარდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სნუკერისა და ინგლისური ბილიარდის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის ფინალისტი. მან დააარსა სნუკერის პროფესიონალი მოთამაშეების ავსტრალიური ასოციაცია.
ედი ჩარლტონი დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ავსტრალიელ სნუკერისტად ითვლება. თავისი სპორტული მიღწევების გარდა ის აგრეთვე წლების განმავლობაში ავითარებდა და პოპულარულს ხდიდა სნუკერს ავსტრალიაში. 1980 წელს დამსახურებებისთვის ედი დაჯილდობდა ავსტრალიის ორდენით[1].