ქვეყანა (სპორტი) | საქართველო, ესპანეთი |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1950 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
წოდება | დიდოსტატი (1988) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2561 (1999 წლის იანვარი) |
ელიზბარ უბილავა (დ. 27 აგვისტო, 1950, თბილისი) — ესპანეთში მოღვაწე ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1999). საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1974, 1986)[1] და 1992 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე.[2] პირველი ადგილი ტრენჩიასკე ტეპლიცეში 1985 წელს, პირველი ადგილი წელს ეფორიეში 1988, პირველი ადგილი თბილისში 1988 წელს,[3] პირველი ადგილი ბენასკეში 2001 წელს ,[4] მე-3 ადგილი ელგოიბარში 2003 წელს,[5] მე-2 ადგილი ლა-როდაში 2005 წელს,[6] პირველი ადგილი ბენასკეში 2005 წელს[7] და პირველი ადგილი ალმერიაში 2008 წელს.[8]
მონაწილეობა მიიღო 1967 წლის სსრკ-ის საჭადრაკო ჩემპიონატში.[9]
იყო ფიდე-ს უფროსი ტრენერი (2004) და ვისვანათან ანანდის მწვრთნელი (1994- 2005).