ელის ექოლსი

ელის ექოლსი
დაბ. თარიღი 1951
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ისტორიკოსი, ჟურნალისტი, cultural critic[1] და მუსიკალური კრიტიკოსი[1]
მუშაობის ადგილი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი და Macalester College

ელის ექოლსი (ინგლ. Alice Echols; დ. 1951) — ამერიკელი ისტორიკოსი, პროფესორი, მწერალი და ფემინისტი.

ელის ექოლსი არის სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და თანამედროვე გენდერული კვლევების ბარბარა სტრეიზანდის სახელობის კათედრის თავმჯდომარე. ცხოვრობს ლოს ანჯელესში. მისი პირველი წიგნი „გაბედე იყო შეუფერებელი: რადიკალური ფემინიზმი ამერიკაში 1967 -75“ იყო მეორე ტალღის ფემინიზმის პირველი სოციალური და ინტელექტუალური ისტორია, რომელიც ხაზს უსვამდა მის მნიშვნელოვან, მაგრამ რთულ ურთიერთობას შავკანიანთა ძალაუფლების მოძრაობასთან და ახალ მემარცხენეებთან. 1990 წელს ამ წიგნმა გუსტავუს მეიერსის სახელობის საუკეთესო წიგნის ტიტული მოიპოვა. ელის ექოლსის მეორე წიგნი: „ტკბილი სამოთხის ნაიარევები: ჯენის ჯოპლინის ცხოვრება და მოღვაწეობა“, წიგნი აღწერს, როკ მუსიკოსის ბიოგრაფიასა და იმ მუიკალურ მოვლენას, რომლის ნაწილიც იყო ჯოპლინი. ლოს ანჯელეს ტაიმსის მიხედვით, ის დასახელდა 1999 წლის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად. სადაც ავტორი იკვლევს დისკოს „მხურვალებას“ რაშიც გულისხმობს დისკოს მიერ გადატრიალების მოხდენას ამერიკის რასობრივი წესებში , გენდერულ და სექსუალურ ჩვეულებებში, ქცევებში. მუსიკას ხშირად აღიქვამენ, როგორც საზოგადოებრივი ცვლილების ამსახველ საშუალებას, მაგრამ „Hot Stuff” ცხადყოფს, რომ მუსიკას შესწევს უნარი თავად იყოს ცვლილების მომხდენი.

  • Daring to Be Bad: Radical Feminism in America 1967-1975[2]
  • Shaky Ground: The Sixties and its Aftershocks (2002)[3]
  • Scars of Sweet Paradise: The Life and Times of Janis Joplin (1999)[4]
  • Hot Stuff: Disco and the Remaking of American Culture (2009)[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 https://journalofmusic.com/author/alice-echols
  2. „Lit up by her own blowtorch“. Irish Times. March 25, 2000.
  3. 3.0 3.1 Alice Echols USC Faculty profile. University of Southern California.
  4. „Dissecting rock 'n' roll's first female superstar“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-16. ციტირების თარიღი: 2024-09-16.