ენდი ფერუეზერ ლოუ | |
---|---|
ენდი ფერუეზერ ლოუ 2006 წელს. | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 აგვისტო, 1948 |
დაბ. ადგილი | უელსი[1] |
ჟანრ(ებ)ი | როკი, პოპი, ბლუზ-როკი[2] |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, ჰარმონიკა |
აქტიური | 1966–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | A&M |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Stratocaster | |
საიტი | andyfairweatherlow.com |
ენდი ფერუეზერ ლოუ ვიკისაწყობში |
ენდრიუ „ენდი“ ფერუეზერ ლოუ (ინგლ. Andy Fairweather Low, დ. 2 აგვისტო, 1948[2]) — უელსელი გიტარისტი. იგი იყო 1960-იანების ბრიტანული ჯგუფი Amen Corner-ის ერთ-ერთი დამაარსებელი[2]. გვიანდელ წლებში უკრავდა როჯერ უოტერსთან, ერიკ კლეპტონთან და Bill Wyman's Rhythm Kings-თან ერთად.
1967 წელს ჯგუფი Amen Corner, რომელშიც იგი უკრავდა, გამოდიოდა კონცერტებზე, რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ ჯიმი ჰენდრიქსი და პინკ ფლოიდი. 1985 წლიდან ენდი უკრავდა დამატებითი გიტარისტის სახით როჯერ უოტერსის კონცერტებზე, თუმცა 2008[3] წლიდან შეწყვიტა მასთან გამოსვლები. მას აგრეთვე დაკრული აქვს როჯერის ალბომებზე Radio K.A.O.S. და Amused to Death. აგრეთვე მონაწილეობდა 1985 წლის სატელევიზიო გადაცემაში „A Journey in the Life“, სადაც როჯერმა შეასრულა „Across the Universe“.