ეჩმიაძინის ბრძოლა

ეჩმიაძინის ბრძოლის გეგმა გენ. ციციანოვის მიხედვით

ეჩმიაძინის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და ირანის არარეგულარულ ცხენოსან ჯარს შორის ეჩმიაძინის მონასტრის ახლოს 1804 წლის ივნისში, რუსეთ-ირანის ომის (1804-1813 წწ.) დროს.

განჯის ალყისა და აღების (1803 წლის ნოემბერი – 1804 წლის იანვარი) შემდეგ რუსეთის არმიის მთავარსარდალმა პავლე ციციანოვმა ძალისხმევა ერევნის დაპყრობისკენ მიმართა. 1804 წლის 20 ივნისს ციციანოვი თავისი ჯარით (დაახლ. 5 ათასი კაცი, 12 ქვემეხი) პირისპირ შეხვდა ირანის ცხენოსან ჯარს (დაახლ. 18-20 ათასი კაცი), რომელსაც უფლისწული აბას-მირზა სარდლობდა. აბას-მირზასთან იმყოფებოდა ასევე საქართველოდან დევნილი ბატონიშვილი ალექსანდრე. სამდღიან ბრძოლაში ორივე მხარემ საგრძნობი დანაკარგი განიცადა. ხანმოკლე წარმატების მიუხედავად ირანელები დამარცხდნენ. ეჩმიაძინის მონასტერი რუსულმა გარნიზონმა დაიკავა. აბას-მირზამ ერევნისკენ დაიხია.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Потто В. А. Кавказская война в отдельных очерках, эпизодах, легендах и биографиях: в 5 томах. — 2-е изд. — СПб.: Тип. Е. Евдокимова, 1887. — Т. 1: От древнейших времён до Ермолова.